Date: 15-18 May 2024
Venue: Museum of Contemporary Georgian Art, 27 Rustaveli Avenue, Tbilisi
Event: Tbilisi Architecture and Design (TAD) week
Format: Illustrated Lectures
Students, professors, and teachers of the International Design School of the Georgian Technical University participated in the Tbilisi Architecture and Design Week (TAD Week).
TAD Week is under the patronage of the City Service of Culture, Education, Sports and Youth Affairs of Tbilisi Municipality and the Ministry of Culture and Sports of Georgia, as well as the main partners: Georgian Technical University, Polytechnic University of Milan (Politecnico di Milano, Italy), European Union program "Erasmus+" and was held with the support of the Italian Embassy in Georgia. Its founder and organizer is Mariam Bochorishvili, a PhD student at the Georgian Technical University.
The TAD Week was a rich tapestry of activities, including conferences, lectures, discussions, workshops, and exhibitions. These diverse events provided a platform for researchers from the Technical University of Georgia and the Polytechnic University of Milan to share their insights and introduce the latest challenges and innovative approaches to architecture and design.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა თბილისის არქიტექტურისა და დიზაინის კვირეულში (TAD Week) მიიღეს მონაწილეობა.
TAD Week-ი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს პატრონაჟით, ასევე, მთავარი პარტნიორების: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის (Politecnico di Milano, იტალია), ევროკავშირის პროგრამა „Erasmus+“-ის და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა. მისი დამფუძნებელი და ორგანიზატორი გახლავთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი და მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრი მარიამ ბოჭორიშვილი.
წლევანდელი TAD Week-ის ფარგლებში ჩატარდა კონფერენციები, ლექციები, დისკუსიები, სამუშაო შეხვედრები, გამოფენები, რომლებზეც საქართველოს ტექნიკური და მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტების მკვლევრებმა სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, ასევე, გააცნეს არქიტექტურასა და დიზაინის უახლესი გამოწვევები და ინოვაციური მიდგომები.