GTU

Creating Versatile - Presentation by the Georgian winner of the Red Dot Design Award 2024

31/05/2024

Date:            31st May 2024

Time:          12:00 pm

Venue:        IDS, Building 8, GTU, 75 Kostava Street, Tbilisi

Event:         Creating Versatile - Presentation by the Georgian winner of the Red

Dot Design Award 2024

Format:       Illustrated Lecture

Speaker:     Luka Janjgava -the winner of the Red Dot Award 2024

 

On May 31st, 2024, a presentation of the design works by Luka Janjghava, a master graduate of the International Design School and currently visiting teacher there, was held at the IDS. During the presentation, the speaker focused a packed stidents and teachers audience’s attention to his Meama Versatile coffee machine, which won one of the largest and most influential international design competitions - the Red Dot Design Award of 2024.

The Red Dot Design Award is known as a kind of an "Oscar" for industrial designers. The winners are revealed in three areas: product design, which refers to an already implemented project, brands in communication design, and design concept. Among the past winners are such brands as Apple, Dyson, Samsung, Ferrari, Mercedes and many others.

This victory was a crucial success for the Georgian Technical University and its IDS faculty, as well as for the Georgian design school in general, because for the first time in history, a Georgian-designer-made electronic device appeared on the world stage, and this debut was crowned with such a victorious achievement.

This fact demonstrated that we have a full potential to create products on such a level that can compete with the world's giants of design and establish their own unique place.


2024 წლის 31 მაისს დიზაინის საერთაშორისო სკოლაში გაიმართა დს სკოლის კურსდამთავრებულის, ამჟამად უკვე  პედაგოგის ლუკა ჯანჯღავას დიზაინერული ნამუშევრების პრეზენტაცია. პრეზენტაციისას ყურადღება გამახვილდა ყავის აპარატზე- Meama Versatile, რომლის დიზაინიც,  ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გავლენიანი საერთაშორისო კონკურსის Red Dot Design Award 2024 წლის გამარჯვებულია.

Red Dot Design-ის ჯილდო ცნობილია როგორც ერთგვარი „ოსკარი“ სამრეწველო დიზაინის ინდუსტრიაში. გამარჯვებულების გამოვლენა სამი მიმართულებით ხდება: პროდუქტის დიზაინი, რაც გულისხმობს უკვე განხორციელებულ პროექტს, ბრენდები და საკომუნიკაციო დიზაინი და დიზაინის კონცეფცია. გამარჯვებულებს შორის არიან ისეთი ბრენდები როგორებიცაა: Apple, Dyson, Samsung, Ferrari, Mercedes და კიდევ სხვა მრავალი.

ეს გამარჯვება განსაკუთრებული წარმატებაა როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტისთვის, ასევე, ზოგადად, ქართული დიზაინის სკოლისთვის, რადგან ისტორიაში პირველად მსოფლიო ასპარეზზე  გამოჩნდა ქართული ელექტრონული მოწყობილობა და ეს დებიუტი გამარჯვებით დაგვირგვინდა.

ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენთან არსებობს სრული შესაძლებლობა იმისა, რომ შევქმნათ ისეთი დონის პროდუქტები, რომლებსაც შეუძლიათ მსოფლიო გიგანტებთან კონკურენციაში შესვლა და საკუთარი ადგილის დამკვიდრება.