სტუ–ს თემატური სამეცნიერო შრომების კრებული
"მართვის ავტომატიზებული სისტემები"

   
 
მთავარი გვერდი
ჩვენს შესახებ
ისტორია
ფორმები
რედკოლეგია
ავტორებისთვის
არქივი

2022–N1(33) vol.2 სტატიები

2022–N1(33) vol.1 სტატიები

2021–N1(32) V.1.1 სტატიები

2021–N1(32) V.1.2 სტატიები

2021–N1(32) V.2 სტატიები

2020 – N 2(31)    სტატიები

2020 – N 1(30)    სტატიები

2019 – N 2(29)    სტატიები

2019 – N 1(28)    სტატიები

2018 – N 3(27)    სტატიები

2018 – N 2(26)    სტატიები

2018 – N 1(25)    სტატიები

2017 – N 2(24)    სტატიები

2017 – N 1(23)    სტატიები

2016 – N 2(22)    სტატიები

2016 – N 1(21)    სტატიები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საბჭოს

დადგენილება

 

ფაკულტეტის სამეცნიერო შრომების კრებულის (პერიოდული ჟურნალის)
"მართვის ავტომატიზებული სისტემების" დაფუძნების შესახებ
თბილისი, 23 თებერვალი 2005 წ.

 

1. განათლების რეფორმის ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით, სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო პედაგოგიური კვალიფიკაციის დონის ამაღლების მიზნით, სასწავლო პროცესის ხარისხის შემდგომი სრულყოფისათვის დაფუძნდეს ფაკულტეტის სამეცნიერო-ტექნიკური შრომების კრებული (პერიოდული ჟურნალი) "მართვის ავტომატიზებული სისტემები", რომელშიც ასახული იქნება როგორც ფაკულტეტის თანამშრომელთა, ასპირანტ-დოქტორანტთა და მაგისტრანტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგები, ასევე საქართველოს და საზღვარგარეთის უნივერსიტეტთა ინფორმატიკის სფეროს მეცნიერთა სამეცნიერო სტატიები;
2. დაევალოს ჟურნალის შექმნის საორგანიზაციო ჯგუფს: /პრორექტორი პროფ. ა. ფრანგიშვილი (თავმჯდომარე), დეკანი პროფ. ზ. წვერაიძე, მართვის ავტომატიზებული სისტემების კათედრის გამგე, პროფ. გ. გოგიჩაიშვილი (თავმჯდომარის მოადგილე) და პროფ. გ. სურგულაძე (პასუხისმგებელი შემსრულებელი) / - ორგანიზაციული საკითხების მოგვარება საერთაშორისო სტანდარტული ISSN პერიოდული კოდის მისაღებად;
3. დამტკიცდეს რედკოლეგიის შემადგენლობა (რედკოლეგია);
4. დამტკიცდეს ჟურნალის დებულება (დებულება);
5. ჟურნალში სამეცნიერო სტატიების წარმოდგენის ენა: ქართული, რუსული, ინგლისური, გერმანული და ფრანგული. რეზიუმეები აუცილებელია სამ ენაზე (ქართულ, რუსულ და ინგლისურზე).
6. განისაზღვროს ჟურნალის პერიოდულობა: არანაკლებ 2-ჯერ წელიწადში და ტირაჟი 100-:-300 ეგზემპლარი;
7. განთავსდეს ჟურნალის სტატიების რეზიუმეები (ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე) ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ვებ-გვერდზე.