Date: 10 April 2024
Venue: GTU Central Library, 75, Kostava street, Tbilisi
Event: Intellectual game "What? Where? When?"
Format: Question-answer competition
On April 10, 2024, the intellectual game "What? Where? When?" was held at the Georgian Technical University, where teams from different faculties participated. The team of the International Design School won the internal university championship. The students won across the entire university and earned a ticket to the next stage, where they competed against teams from other Tbilisi higher education institutions.
Team members: Martha Jakhaia, Elizabeth Guntaishvili, Lorena Kvaratskhelia, Roberti Gureshidze, Tamazi Kakonashvili, Davit Jmukhadze.
სასიამოვნო შეტყობინება მოვიდა დიზაინის საერთაშორისო კონკურსების პლატფორმა “Archiol Competitions”-ის საორგანიზაციო კომიტეტისაგან. 2023 წლის საერთაშორისო კონკურსში „სუპერგმირის სამყოფელი“ (Superhero’s Abode), რომელშიც 268 პროფესიონალი და სტუდენტი ღებულობდა მონაწილეობას, სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტის ლიზი ხუციშვილის საკონკურსო ნამუშევარი ექვს საუკეთესო პროექტს შორის მოხვდა და საპატიო დიპლომი დაიმსახურა. ეს კონკურსი მოწოდებული იყო წაეხალისებინა კრეატიულობა, დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება, არქიტექტურისა და სუპერგმირის სამყაროს უწყვეტი ინტეგრაცია. ლიზი ხუციშვილის მიერ შერჩეული სუპერგმირი ტონი სტარკი გახლდათ, რომელიც „რკინის კაცის“ (Ironman) სახელითაა ცნობილი. ორგანიზატორები მოუწოდებდნენ კონკურსის მონაწილეებს ღრმად ჩასწვდომოდნენ თავიანთ ფანტაზიას, შექმნათ სივრცეები, რომლებიც რეზონანსდება გმირობის, თავგადასავლებისა და ინოვაციების არსთან. ამ გამოწვევაზე პასუხი არაჩვეულებრივი იყო. კონკურსანტებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით აჩვენეს თავიანთი უსაზღვრო გამომგონებლობა, გადალახეს არქიტექტურული დიზაინის საზღვრები და აჩვენეს კომპიუტერული გრაფიკული პროგრამების ფლობის უმაღლესი ტექნიკა.