On October 21, 2023, International Design School Day celebrated its 10th anniversary. IDS remains the GTU's only fully English-language faculty. The event saw participation from the IDS students, academic staff and graduates, university administration led by the Rector, deans of various faculties, renowned specialists in the field, and invited guests. In his speech, IDS Dean Professor Nick Shavishvili highlighted the school's unique journey over the past decade. He emphasized that the International Design School is known by its integration of engineering and technology, innovative approaches, and the latest methodologies of teaching design. The school's foundation was initiated by Giorgetto Giugiaro, a renowned Italian designer, and its educational programs are aligned with those of leading design schools in Europe and North America, meeting the highest international educational standards. A number of experienced foreign teachers participated in the educational process alongside their Georgian colleagues. Most of the faculty members are practitioners with extensive portfolios, including awards from local and international design competitions, which play a crucial role in shaping students into professionals.

2023 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დიზაინის საერთაშორისო სკოლის (IDS) დღე აღინიშნა. მიმდინარე წელს სტუ-ის ამ ერთადერთ, სრულად ინგლისურენოვან ფაკულტეტს დაარსებიდან 10 წელი შესრულდა. ამ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და კურსდამთავრებულები, უნივერსიტეტის ხელმძღვანელები, რექტორი, სხვადასხვა ფაკულტის დეკანები, სფეროში მოღვაწე ცნობილი სპეციალისტები და მიწვეული სტუმრები.
თავის გამოსვლაში დს სკოლის დეკანმა, პროფესორმა ნიკოლოზ შავიშვილმა მიმოიხილა სკოლის მიერ ბოლო10 წლის განმავლობაში გავლილი გზა. მან დამსწრეებს შეახსენა, რომ დიზაინის საერთაშორისო სკოლის მიზანი - საინჟინრო-ტექნოლოგიური დარგების, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და დიზაინის უახლესი მიდგომების ინტეგრირებაა. ამ სკოლის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი თანამედროვე დიზაინის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიელი დიზაინერი ჯორჯეტო ჯუჯარო იყო. ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ სკოლის საგანმანათლებლო პროგრამები მომზადებულია ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის დიზაინის წამყვან უმაღლეს სკოლებში მოქმედი პროგრამების შესაბამისად და უმაღლესი საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების სრული დაცვით.
ნიშანდობლივია, რომ სკოლა იზიდავს, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო სტუდენტებს, სასწავლო პროცესში კი ქართველ კოლეგებთან ერთად, არაერთი ცნობილი უცხოელი პედაგოგია ჩართული. უკლებლივ ყველა პედაგოგი პრაქტიკოსია და მათ ზურგს უმყარებს დიზაინის სფეროში ნამუშევრების სერიოზული კოლექცია, ადგილობრივ და საერთაშორისო კონკურსებში მოპოვებული ჯილდოები, რაც უმნიშვნელოვანესია სტუდენტების პროფესიონალებად ფორმირების პროცესში.