სტუ

2018 წლის 21-25 მაისს სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (Silesian University of Technology - SUT) (გლივიცე, პოლონეთი) გაიმართა Erasmus+ საერთაშორისო კვირეული, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ლოლაძემ და წაიკითხა ლექციების კურსი მასალათმცოდნეობაში დოქტორანტურის სტუდენტებთან. https://gtu.ge/News/9413/

2019 წელს, Erasmus+ PRINTel პროექტის ფარგლებში ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ასოც. პროფესორმა თამარ ლოლაძემ ბარსელონას უნივერსიტეტში გაიარა სწავლების ინოვაციურ მეთოდებთან დაკავშირებული ტრენერთა ტრენინგის (TOT) სერტიფიცირებული ტრენინგ-კურსი და შემდეგ ფაკულტეტზე სამჯერ ჩაატარა ანალოგიური სერტიფიცირებული ტრენინგები პროფესორ-მასწავლებლებისთვის 2019, 2020 და 2021 წლებში. ყველა ტრენინგს კოორდინირებას უწევდა სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი.

Erasmus+ პროექტის აკადემიური პერსონალის მობილობის კვირეულის ფარგლებში 2020  წლის 17-21 თებერვალს ფაკულტეტს ეწვივნენ ტიმიშოარას (რუმინეთი) პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, ჩაატარეს ლექციები და გაგვიზიარეს საკუთარი გამოცდილება, დაათვალიერეს ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო ლაბორატორიები, დავსახეთ შემდგომი აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გეგმები.

Erasmus+ პროექტის აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის 12-14 აპრილს ფაკულტეტს ეწვივნენ აფიონ კოჩატეპეს უნივერსიტეტის (თურქეთი) მასალათმცოდნეობისა და მეტალურგიის დეპარტამენტის პროფესორები, რომლებმაც ჩაატარეს ლექციები, გაგვიზიარეს საკუთარი გამოცდილება, ისაუბრეს საკუთარ უნივერსიტეტზე და იმ პროექტებზე, რომლებსაც ახორციელებენ. დაათვალიერეს ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო ლაბორატორიები, მათ შორის ბოჭკოებით არმირებული კომპოზიციური მასალების სამეცნიერო ცენტრი (ცენტრის ხელმძღვანელი - პროფესორი დავით ნოზაძე) დავსახეთ შემდგომი აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გეგმა.

ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტი PRINTeL - I ყოველწლიური სწავლებისა და სწავლის ფორუმის მუშაობაშიუმაღლეს განათლებაში ციფრული სწავლებისა და სწავლის საკითხები და პერსპექტივები“, რომელიც გაიმართა 2021 წლის 20 მაისს, Erasmus+ PRINTeL პროექტის ფარგლებში და ონლაინ ვებინარის რეჟიმში ჩატარდა. 

ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობისთვის Erasmus+ პროგრამის აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში სტუ-ს ეწვია იაგელონიის უნივერსიტეტის (პოლონეთი) ქიმიური დეპარტამენტის მეცნიერ-თანამშრომელი, ასისტ. პროფ. სებასტიან ბაში, რომელმაც 2022 წლის 29-31 მარტს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ჩაატარა ონლაინ ლექციები თემაზე: „ასიმეტრიული სინთეზი პრაქტიკაში“. https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=19393&fbclid=IwAR2c4rihaa6MkH4_M556O7tyGmujuY0mduPeDIBaBHxeKyEMOSmaqdd-EO4

23-27.05.2022 აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში (Afyon Kocatepe University – AKU) (აფიონი, თურქეთი) გაიმართა Erasmus+ საერთაშორისო კვირეული, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ლოლაძემ. ღონისძიებაში მონაწილეობდა მსოფლიოს 21 ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტის 52 წარმომადგენელი. აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობის ფარგლებში სტუ-ს ასოც. პროფ. თამარ ლოლაძემ უნივერსიტეტის მასალათმცოდნეობისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე მასალათმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებს წაუკითხა საჯარო ლექციები ისეთ თემებზე, როგორიცაა კომპოზიციური მასალები, ნანოფხვნილები და დანაფარები, სპეციალური დანიშნულების მასალები. სტუდენტებთან მან ასევე ისაუბრა საქართველოს  ტექნიკური უნივერსიტეტისა და   ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო აქტივობების შესახებ და მონაწილეობა მიიღო დისკუსიებში. https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=20006

Erasmus+ პროგრამის აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში სტუ-ს ეწვია ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტის გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ვალდას პაულაუსკასი, რომელმაც 15.07.2022 ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ჩაატარა ონლაინ ლექციები თემაზე: „ნიადაგის დაბინძურება და აღდგენა“. https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=20124

Erasmus+ საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობის კვირეულის ფარგლებში 2023 წლის 15-19 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვივნენ აფიონ კოჩატეპეს უნივერსიტეტის (თურქეთი) მასალათმცოდნეობისა და ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორი, დოქტორი ტანერ კავასი და ღაზის უნივერსიტეტის (ანკარა, თურქეთი) ტექნოლოგიური ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ურ არაბაჯი. თურქი პროფესორები ესტუმრენ ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტს. პროფ. ტანერ კავასმა და პროფ. ურ არაბაჯმა წარმოადგინეს საკუთარი უნივერსიტეტები და თავიანთი ფაკულტეტების პრიორიტეტული კვლევითი მიმართულებები. მათ ასევე წაიკითხეს ლექციები ფაკულტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის. ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის კვლევითი მიმართულებების შესახებ მოხსენება გააკეთა ფაკულტეტის ასოც. პროფ. თამარ ლოლაძემ. აფიონ კოჩატეპეს უნივერსიტეტისა და ღაზის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ფაკულტეტის დეკანისა და პროფესორ-მასწავლებლების შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საკითხები.

https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=22549

2023 წლის 8-12 მაისს თურქეთის ქალაქ სივასში - სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტში (Sivas Cumhuriyet University) გაიმართა Erasmus+ IV საერთაშორისო კვირეული, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციამ. ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტიდან მობილობის პროგრამაში მონაწილეობა მიიღო ასოც. პროფ. თამარ ლოლაძემ. საერთაშორისო კვირეულში ევროპის, აფრიკის და აზიის 17 პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 50 დელეგატი, მათ შორის პროფესორები, მკვლევარები და საერთაშორისო ურთიერთობების წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები განხორციელდა სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის წარმომადგენლებთან, გაიმართა დისკუსია სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=22525

2018 წლის 15-19 მაისს ბათუმში ჩატარდა ,,მინერალური სასუქებისა და პესტიციდების მწარმოებელთა მსოფლიო კონგრესი“ SCIF-2018. ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სახელით, კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მივიღეთ ორმა წარმომადგენელმა: ასოცირებულმა პროფესორმა მაია წვერავამ და მაგისტრატურის II კურსის სტუდენტმა, სალომე ჭეიშვილმა. დელეგატები დაჯილდოვდნენ დიპლომებით.

https://gtu.ge/Ctmf/File/News/2018/Maia_Tsverava/World_Congress/index.php

ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ჩატარდა საერთაშორისო ტრენინგი - ევროკომისიის სამეცნიერო სერვისი, JRC Enlargement & Integration 2015-IRMM-3, ”სასწავლო კურსი - მეტროლოგია ქიმიაში - ISO/IEC 17025-ის ტექნიკური მოთხოვნების დანერგვა”, 2015 წ. თბილისი

2023 წლის 20 აპრილს სტუ-ში აკადემიკოს გივი ცინცაძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.  https://gtu.ge/News/22312/

სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის მკვლევრებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის კერამიკოსთა საზოგადოების (The European Ceramic Society – ECerS) რიგით მე-18 სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ ლიონში გაიმართა 2023 წლის 2-6 ივლისს. https://gtu.ge/News/22925/