ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკიდან გამომდინარე ფაკულტეტს აქვს ურთიერთკავშირი უცხოურ სამეცნიერო ცენტრებთან და უნივერსიტეტებთან: კორნელის უნივერსიტეტთან; ბოსტონის ნორდის უნივერსიტეტთან; კატალონიის ტექნიკურ უნივერსიტეტთან; ლუნდის უნივერსიტეტთან; პეკინის პედაგოგიურ უნივერსიტეტთან; ამერიკულ კომპანიებიებთან: Svelte Medical Systems, SurModics, Akron Polymer Systems; holandiur kompaniasTan Royal DSM და სხვ.
წლების მანძილზე ხორციელდება ერთობლივი კვლევები უცხოელ პარტნიორებთან ერთად. ამჟამად ინერგება კვლევის შედეგები, რომელიც ეხება ბიოსამედიცინოპოლიმერების გამოყენებას ჯანდაცვის სფეროში. ფსევდოპრო-ტეინები (US Patents 6503538, 7304122, 7408018), წარმატებით დაინერგა კლინიკაში უცხოეთში, უჟანგავი ფოლადის ვასკულარული სტენტის (გამოიყენება სისხლ-ძარღვების სტენოზის დროს) წამლით დატვირთული საფარის სახით, რომელიც აინჰიბირებს უჯრედების უკონტროლო პროლიფერეციას და, შესაბამისად, აფერხებს არასასურველ რესტენოზს. მიმდინარეობს ინტენსიური კვლევები მაღალი მექანიკური სიმტკიცის ფსევდოპროტეინების (UUS Patent 8765164) დასანერ-გად ოსტეოპროთეზების სახით.
მსოფლიო კვლევაში ჩართულობის თვალსაზრისით უნდა აღინიშნოს სამეცნიეორო ჯგუფის ZCU Partnership საქმიანობა, რომელიც ხელმძღვანელობს ნახშირორჟანგის დაჭერა – პრაქტიკულ გამოყენებასთან დაკავშირებულ კვლევების განვითარებას. ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა გლობალური ინდუსტ-რიის წამოწყებულ მსოფლიო პროგრამაში, სადაც 100- ზე მეტი სტარტაპერი მონა-წილეობდა. გამარჯვებულ 19 სტარტაპერთა შორის არის ZCU Partnership.
ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის გარკვეული ჯგუფი ევროპის კერამი-კოსთა საზოგადოების და კერამიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის წევრია, ხოლო პროფ. ზ. კოვზირიძე ამ ფედერაციის საბჭოს წევრი. მათ მიიღეს მონა-წილეობა ფედერაციის ეგიდით 2021 – 2022 წლებში ამერიკის ქ. ნიუკასლში, სამ-ხრეთ კორეაში ქ. ბუსანში, პოლონეთის ქ. კრაკოვში ჩატარებულ კონგრესებში, ქ. ვაშინგტონში ჩატარებულ საერთასორისო სამეცნიერო კონფერენციაში. ამ ჯგუფის მიერ საერთაშორისო ფორუმებზე წარდგენილია 100-მდე სამეცნიერო პრეზენტაცია.
Cookie Policy
The university website uses cookies to enhance your browsing experience.
By continuing to use the site or clicking the 'I Agree' button, you consent to the use of cookies as described in our Cookies Policy.
Otherwise, the website may not be able to provide you with personalized content, services, and offers.
Essential>
To save the cookie options selected by the user.
Marketing>
Marketing cookies help us deliver personalized content and ads.
Analyse>
Collects anonymized information about website usage to improve content and user experience.