სტუ

2015 წლიდან დღემდე, სტუ-ში განხორციელდა Erasmus+ პირველი აქტივობის (ინდივიდუალური სასწავლო მობილობა) ფარგლებში კრედიტების დაგროვებით საერთაშორისო მობილობა 51 უნივერსიტეტში. მათ შორის ჩართულნი იყვნენ სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2017 წლიდან ახორციელებს პროექტს ERASMUS + CBHE PROJECT# 585760-EPP-1-2017-1-AM-EPPKA2-CBHE-JP – PRINTeL, რომლის ძირითადი იდეაა „ცვლილებები საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლებისა და სწავლის ხელშეწყობა სტუდენტის სასწავლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში “. პროექტის მიზნებია: აკადემიური პერსონალის განვითარების ცენტრის (TSDC) გაძლიერება პარტნიორი ქვეყნების უნივერსიტეტებში ლექტორებისა და ტრენერების შესაძლებლობების ზრდის, ინფრასტრუქტურის მოდერნიზების, აკადემიური პერსონალის ინოვაციური ტრენინგების და აკადემიური ლიდერობის პროგრამების საშუალებით; პარტნიორი უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის შესაძლებლობების ზრდა მათი ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლებისა და სწავლის, კომპეტენციებსა და კვლევაზე დაფუძნებული სწავლების განვითარებით; სწავლებისა და სწავლის ვირტუალური აკადემიის (VATL), როგორც მასწავლებლების, პერსონალისა და სტუდენტების საერთაშორისო საზოგადოების შექმნა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ღია აკადემიური რესურსების (OER) გამოყენებითა და გაზიარებით, ინოვაციური და ტექნოლოგიებით გამდიდრებული სწავლისა და სწავლების განვითარების მიზნით; ინოვაციური და ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლის მეთოდების და ტიპების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, საუკეთესო პრაქტიკების გავრცელება უნივერსიტეტებს შორის, ევროკავშირის წევრ და პარტნიორ ქვეყნებში.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სამშენებლო ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მანუჩარ შიშინაშვილმა, უნივერსიტეტის მხარდაჭერით, სტუ-ს სხვა აკადემიურ პერსონალთან ერთად გაიარა ტრენერთა ტრეინინგი (ToT) - პროექტის კონსორციუმის წევრ პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში, კერძოდ, ლინკოპინგის უნივერსიტეტსა (შვედეთი) და ლიუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში (ბელგია).

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბელოსტოკის ტექნიკურ უნივერსიტეტს (პოლონეთი) შორის გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულებისა და აკადემიური ურთიერთგაცვლის ფარგლებში 2018 წლიდან ხორციელდება პროექტი, რომლის კოორდინატორიც არის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ზურაბ გვიშიანი. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2019 წელს (21 მაისი-4 ივნისის შუალედში) სამშენებლო ფაკულტეტის 3 პროფესორი და სამშენებლო ფაკულტეტის 10 სტუდენტი იმყოფებოდა პოლონეთში. სტუდენტებმა გაიარეს საწარმოო პრაქტიკა და აკადემიურ პერსონალთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაში. ამავე პროექტის ფარგლებში 2019 წელს (24.09- 08.10 შუალედში) საპასუხო ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა პოლონეთის დელეგაცია. სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა სააერთაშორისო სემინარი ქ. ბათუმში თემაზე „წყლის გაწმენდის თანამედროვე ტექნოლოგიები“.

2018-2019 წლებში სამშენებლო ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი რამოდენიმეჯერ იმყოფებოდა ამერიკაში, ABET - ის მიერ გამართულ სიმპოზიუმებზე და გაიარეს ტრენინგები ABET - ის სტანდარტების შესაბამისად საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების საკითხებზე, რაც დასტურდება შესაბამისი სერთიფიკატებით და თან ერთვის მათ CV-ებს. აღნიშნული აკადემიური პერსონალი აქტიურად იყო ჩართული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის „მშენებლობის“ შემუშავებაში და აქტიურად უზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებას თვითშეფასების ჯგუფის წევრებს.

გარდა ზემოაღნიშნული პროექტებისა და აქტივობებისა, სამშენებლო ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი აქტიურად არის ჩართული სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ სამეცნიერო და საგანმანათლებლო აქტივობებში, რაც თავის მხრივ გარკვეულ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული მხარდაჭერით ხდება მათი მივლინებების დაფინანსება და ყველანაირი ხელშეწყობა რაც დასტურდება მათი მივლინების ბრძანებებით და ასევე მივლინების ანგარიშებით.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და   ლიეტუვის გედიმინასის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის   გაფორმებული მემორანდუმის თანახმად,   საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ - მასწავლებლებს, მეცნიერებსა და დოქტორანტებს შეუძლიათ უფასოდ განათავსონ სამეცნიერო ნაშრომები შემდეგ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში (იხ.ლინკი) https://journals.vgtu.lt/

2020 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას, რის საფუძველზეც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტების „ნატოს“ საგრანტო პროექტში ჩაერთო. კონსორციუმში, სადაც რვა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტი შედის, საქართველოდან ტექნიკური უნივერსიტეტი ერთადერთია, რომელიც ამ დიდ პროექტში მონაწილეობას მიიღებს. პროექტი ეხება წყლის კიბერუსაფრთხოებას და მასში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარდა, ჩართულები არიან ნორვეგიის, იტალიის, ესპანეთის, გერმანიის, აშშ-ს და ჩინეთის წამყვანი უნივერსიტეტები. პროექტში მონაწილეობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ვინაიდან საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ჩამდინარი წყლის გამწმენდი 6 ნაგებობა შევიდა ექსპლუატაციაში და აღიჭურვა თანამედროვე მართვის ელექტრონული სისტემით. პროექტის ფარგლებში მოხდება ამ სისტემებზე დაკვირვება და სტუ-ს აკადემიურ პერსონალს მიეცემა საშუალება მოთხოვნისამებრ დისტანციურად მიიღოს და დაამუშაოს მონაცემები, რათა  შემდგომ ეს მონაცემები გამოყენებულ იქნას სამეცნიერო კვლევებსა და სასწავლო პროცესში.

      2019 წლის 22-26 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ჩატარდა დიდი ფორუმი, რომელიც მიეძღვნა –  გლობალურ საინჟინრო კონგრესს და ევროპის მშენებელ ინჟინერთა საბჭოს 68 გენერალურ ანსამბლეას. ფორუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროსაინჟინრო დეპარტამენტის უფროსმა პროფესორმა მირიან ყალაბეგიშვილმა და საქართველოს მშენებელ ინჟინერთა საბჭოს პრეზიდენტმა იური სვანიძემ. მათი შუამავლობით სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტი გახდა ევროპის მშენებელ ინჟინერთა ორგანიზაციის წევრი უნივერსიტეტი.

     2021 წელს სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრი წოწორია ია გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გაემგზავრა ქუთაჰიას უნივერსიტეტში (თურქეთი).                                  2021წლის ნოემბერში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მოწვევით სამშენებლო ფაკულტეტს სალექციო კურსის წასაკითხად ეწვია ჯოანა პავლოვიჩი - PhD, ვარმია-მაზურსკის უნივერსიტეტის (ქ. ოლშტინი, პოლონეთი) ასოცირებული პროფესორი. წაიკითხა სალექციო კურსი თემებზე: ლაზერული სკანირება არქიტექტურასა და მშენებლობაში, მშენებლობასა და არქიტექტურაში გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიები და კომპიუტერული პროგრამები და ნაგებობების საინფორმაციო მოდელირება (BIM). მომავლის ტექნოლოგიები სამოქალაქო მშენებლობაში.