სტუ-ში  აკადემიურ განათლებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ახალი თუ მივიწყებული ჰობის, ინტერესების, ნიჭის,  ინტელექტისა თუ გამოცდილების საშუალებით  აქტიური სტუდენტური ცხოვრების შექმნა.

უნივერსიტეტი მხარს უჭერს სტუდენტებში კულტურული და სპორტული ცხოვრების მაქსიმალურ პოპულარიზაციას, რომელიც მოიცავს გუნდურ/ინდივიდუალურ სპორტსა თუ შემოქმედებით მხარეს.

უნივერსიტეტში წარმატებით ფუნქციონირებს რაგბის, ფეხბურთის, ძიუდოს, ქართული ჭიდაობის, ბილიარდის, ჭადრაკის, შაშის, სამბოს, ბოულინგის, ფრენბურთის, თოვლისა და ქვიშის ფრენბურთის სპორტული გუნდები და კალათბურთის ნაკრები. სტუ-ის სპორტის ამ სახეობებში, არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო აქვს მოპოვებული, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 

განთქმულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრი „მოდინახე“, ვაჟთა კაპელა, „გეპეის ჯაზ ორკესტრი“, ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“, სტუდენტ გოგონათა ანსამბლი „ქალდეა“ და სხვა მუსიკალური ჯგუფები.