1. რამდენი ფაკულტეტი აქვს სტუ-ის?
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დღეისათვის ფუნქციონირებს 13 ფაკულტეტი:
-
სამშენებლო ფაკულტეტი
-
ენერგეტიკის ფაკულტეტი
-
სამთო გელოგიური ფაკულტეტი
-
ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი
-
სატრანსპორტო სისიტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი
-
არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი
-
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი
-
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი
-
დიზაინის საერთაშორისო სკოლა
-
აგრარული ტექნოლოგიებისა და ბიოსისიტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი
-
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი
-
საინჟინრო ეკონომიკის, მედაიტექნოლოგიებისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი
-
მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი
2. თუ აბიტურიენტს სურს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოხვედრა, მაგრამ მოხვდება
სხვა უნივერსიტეტში, სტუ-ში გადმოსვლა თუ არის შესაძლებელი?
ასეთ შემთხვევაში, სტუდენტს სტუ-ში გადმოსვლა ერთი წლის შემდეგ, მობილობით შეეძლება. მობილობა ხორციელდება სასწავლო წლის განმავლობაში ორჯერ. გარე მობილობის შემთხვევაში საჭიროა განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის პორტალზე რეგისტრაციის გავლა და შემდგომ სტუ-ში დოკუმენტაციის წარმოდგენა. შიდა მობილობას (უნივერსიტეტის შიგნით, ფაკულტეტის ცვლილება) ახორციელებს სტუ-ის სწავლების დეპარტამენტი, ფაკულტეტების დეკანატების მონაწილეობით.
3. რომელ ფაკულტეტებზე აქვს სტუ-ის გაცვლითი პროგრამები?
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს მჭიდრო თანამშრომლობა ევროპის 17 ქვეყნის 68 უნივესრიტეტთან, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ განახორციელონ მობილობა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში და ამავე პროგრამის დაფინანსებით. ასეთი ქვეყნებია იტალია, ესპანეთი, გერმანია, თურქეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, პორტუგალია, შვედეთი, საბერძნეთი და სხვა. საერთაშორისო მობილობაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ყველა საფეხურის სტუდენტებმა ტექნიკური, ჰუმანიტარული, აგრარული და სოციალური პროგრამების მიმართლბებით.
4. რა არის საჭირო, რომ სტუდენტმა მონაწილეობა მიიღოს მსგავს კონკურსებში?
კონკუსრში მონაწილეობისათვის სტუდენტს უნდა ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება და ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.
5. რომელ ფაკულტეტზე მიმდინარეობს სტუ-ში სწავლა სრულად ინგლისურ ენაზე?
ასეთი ფაკულტეტია- დიზაინის საერთაშორისო სკოლა, თუმცა გვაქვს ინგლისურენოვანი პროგრამებიც.
6. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, რომელი უცხო ენა უნდა ჩააბაროს აბიტურიენტმა, რომ მოხვდეს თქვენს უნივერსიტეტში?
სტუ-ში მოსახვედრად, აბიტურიენტს სურვილისამებრ შეუძლია ჩააბაროს ნებისმიერი ამ ოთხი ენიდან : ინგლისური, გერმანული, ფრანგული ან რუსული. ერთადერთი ფაკულტეტია დიზაინის საერთაშორისო სკოლა, სადაც აუცილებელია მხოლოდ ინგლისური ენის ჩაბარება, რადგან ამ ფაკულტეტზე სწავლა ინგლისურად მიმდინარეობს.
7. რამდენად უწყობს უნივერსიტეტი ხელს სტუდენტებს დასაქმებაში?
სტუ ორიენტირებულია, როგორც სტუდენტთა განათლებაზე, ისე მათ კარიერულ განვითარებასა და დასაქმებაზე. ამისთვის, უნივერსიტეტში შექმნილია კარიერული განვითარების სამსახური, რომელსაც საქართველოში არსებულ თითქმის ყველა წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული.
სტუდენტებს პირველივე კურსიდან აქვთ შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება (ხშირ შემთხვევაში ანაზღაურებადი) პარტნიორ ორგანიზაციებში, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და გაიღრმავონ პროფესიული ცოდნა. სწავლის დასრულების შემდეგ კი, ისინი კარიერას ხშირ შემთხვევაში სწორედ აღნიშნულ ორგანიზაციებში განაგრძობენ.
8. ისწავლება თუ არა სტუ-ში უცხო ენა?
სტუ-ში უცხო ენა არის სავალდებულო საგანი. სტუდენტი შესასწავლად, სურვილისამებრ ირჩევს ამ ოთხი ენიდან ერთ-ერთს: ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული.
9. რამდენ წლიანია საბაკალავრო პროგრამა?
საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობაა ოთხი წელი.
10. რა შეღავათები აქვს სტუდენტს სწავლის გადასახადზე?
სტუ-ის სტუდენტი, რომელიც სახელმწიფო გრანტს ვერ მიიღებს, სწავლის საფასურის გადახდას ინდივიდუალური გრაფიკით შეძლებს. ამ შემთხვევაში მან განცხადებით უნდა მიმართოს ფაკულტეტის მენეჯერს. ასევე, სტუდენტს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ყველა იმ შეღავათით, რაც სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველთათვის, ომის ვეტერანების შვილებისათვის, იძულებით გადაადგილებული პირებისათვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებულთათვის.