საქართველოში წარმატებული სტუდენტებისთვის მოქმედებს პროგრამა სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს , რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში სემესტრულად გაიცემა და თვეში 150 ლარს შეადგენს. თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა, თუმცა სტიპენდიის მიღების კრიტერიუმებს, თავად უნივერსიტეტები განსაზღვრავენ.
აღნიშნულ პროგრამაში ჩართულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიც. სტიპენდიები სტუ-ის ბაკალავრიატის I, II, III და IV კურსის იმ სტუდენტებზე გაიცემა, რომლებსაც სასწავლო წლის პირველი სემესტრის სესიების შედეგების მიხედვით აქვთ მაღალი რეიტინგი (რეიტინგის მაქსიმალური ქულის ოდენობა ყოველწლიურად იცვლება). სტიპენდიანტს ფაკულტეტის დეკანის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისიები არჩევენ.
სტუ-ში პროგრამის სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს გარდა, არსებობს საფაკულტეტო სახელობითი სტიპენდიები. შესაძლებელია სტუდენტმა სახელმწიფო სტიპენდიასთან ერთად სახელობითი სტიპენდიაც მიიღოს, თუ კონკურსის წესის შესაბამისად, ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
საფაკულტეტო სახელობითი სტიპენდიები:
- ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია 100 ლარი (5 თვის განმავლობაში) - ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი
- დავით სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია 100 ლარი (5 თვის განმავლობაში)- ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი
- აკაკი ხოშტარიას სახელობის სტიპენდია 100 ლარი (5 თვის განმავლობაში) - ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი
საფაკულტეტო სტიპენდია ენიშნება მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტს, რომელსაც სესიების შედეგების მიხედვით აქვს მაღალი რეიტინგი (91%-ის ზემოთ ყველა საგანში) და ამასთანავე, აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სახის კონფერენციებში, ვორქშოპებსა და ტრენინგებში, ჩართულია სტუ-ის თვიმმართველობის ღონისძიებებში.
- ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია 150 ლარი (9 თვის განმავლობაში) - სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.
საფაკულტეტო სტიპენდია ენიშნება მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტს, რომელსაც სესიების შედეგების მიხედვით აქვთ მაღალი რეიტინგი (91%-ის ზემოთ) და აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სახის კონფერენციებში, ვორქშოპებში, ტრენინგებში.
სხვადასხვა სახის სტიპენდიები
RMG -ის სასტიპენდიო პროგრამა 300 ლარი (1 წლის განნმავლობაში) - სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტი; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი; ენერგეტიკის ფაკლუტეტი და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი.
RMG ის აღნიშნული სტიპენდია საბაკალავრო პროგრამის სტუდენტს ენიჭება სასწავლო პროგრამის მეორე კურსიდან. სტიპენდიანტს ფაკულტეტის კომისიის წევრები კონკურსის ორი ეტაპის გავლის შედეგად ირჩევენ.
სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქვემოთ ჩამოთვლილი ფაკულტეტების III და IV კურსის სტუდენტებს:
- სამთო-გეოლოგიური
- ენერგეტიკის
- ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის
- სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის
- ინფორმატიკისა და მართვის სისტემების
სოციალური შეღავათების მინიჭების პროგრამა
სტუ-ის სტუდენტს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ყველა იმ შეღავათით, რაც სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველთათვის, ომის ვეტერანების შვილებისათვის, იძულებით გადაადგილებული პირებისათვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებულთათვის.