სახელმწიფოსგან სრულად დაფინანსებული 36 საბაკალავრო პროგრამა

სტუ-ში სრულად დაფინანსებული 36 საბაკალავრო პროგრამა მოქმედებს, რაც წარმოადგენს სახელმწიფოს სტრატეგიას, პოპულარიზაცია გაუწიოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო, მნიშვნელოვან დარგებს. 

რას გულისხმობს სახელმწიფოსგან სრულად დაფინანსებულ პროგრამები (პრიორიტეტული პროგრამები)?

თუ აბიტურიენტი გადაწყვეტს სტუ-ის პრიორიტეტული პროგრამებიდან ერთ-ერთზე ჩაბარებას, მას სახელმწიფო გრანტის მოპოვებაზე ფიქრი აღარ სჭირდება, რადგან ეს პროგრამები სახელმწიფო გრანტის მოპოვების გარეშეც, სრულიად უფასოა.

რა არის საჭირო, იმისათვის რომ სტუდენტმა სრული დაფინანსება შეინარჩუნოს?

თუ სახელმწიფო გრანტი გარანტირებულად 4 წელი მოქმედებს და მისი დაკარგვის საფრთხე სტუდენტს სწავლის დასრულებამდე არ ემუქრება, სახელმწიფოსგან სრულად დაფინანსებული პროგრამების დაფინანსება ყოველწლიურად იხედება.

იმისათვის, რომ სტუდენტმა სრულად დაფინანსებული პროგრამის საბაკალავრო დიპლომი მიიღოს, პირველ კურსზე 60-დან მინიმუმ 45 კრედიტი უნდა მოაგროვოს, რაც სასწავლო კურსების დაახლოებით ¾-ს ფარავს. მესამე კურსის დახურვის შემდეგ კი, მისი კრედიტების ოდენობა 180-ს უნდა შეადგენდეს.

2024-2025 სასწავლო წელს სახელმწიფოსგან სრულად დაფინანსებული, აკრედიტებული პროგრამების ჩამონათვალი:

მშენებლობა

სამოქალაქო ინჟინერია

ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია

ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია

გეოლოგია

სამთო და გეოინჟინერია

საინჟინრო გეოდეზია

საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა

ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია

ქიმია

მეტალურგია

მასალათმცოდნეობა

გარემოსდაცვითი ინჟინერია

ტრანსპორტი

საკვები პროდუქტების გადამუშავება და სამაცივრო ტექნოლოგია

ლოგისტიკა

სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია

მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია

არქიტექტურა

მათემატიკა

საინჟინრო ფიზიკა

ბიოსამედიცინო ინჟინერია

მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგი

ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები

აგრარული ტექნოლოგიები

მევენახეობა და ენოლოგია

აგრონომია

სასურსათო ტექნოლოგია

მეცხოველეობა

ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია

აგროინჟინერია

სატყეო საქმე

მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარება

მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი

მთიანი რეგიონების ორგანული ფერმერული სისტემების მართვა

ბუნებრივი საფრთხეები, მდგრადი გარემო და დაცვა