სტუ პირველი უნივერსიტეტია რეგიონში, რომელსაც ABET აკრედიტაცია ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაში მიენიჭა.
ABET არის ამერიკული არასამთავრობო სააკრედიტაციო ორგანიზაცია, რომლის მიზანიც, უნივერსიტეტში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერაა.
ABET აკრედიტაცია არის ერთგვარი გარანტი იმის, რომ უნივერსიტეტი ზრდის კონკურენტუნარიან პროფესიონალებს, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების დარგში. ის კურსდამთავრებულებს აძლევს შესაძლებლობას, რეალიზდნენ, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო შრომით ბაზარზე, რადგან ABET-ის მიერ აკრედიტებული პროგრამის გავლა ერთგვარი ,, GOLDEN TICKET” - ია ყველა ორგანიზაციაში.
ბიოსამედიცინო ინჟინერია იმდენად სპეციალიზებული მიმართულებაა, რომ სტუდენტები და აბიტურიენტები ხშირად უპირატესობას მის საზღვარგარეთ შესწავლას ანიჭებენ. აღნიშნული პროცესი დიდ ხარჯებთან და ბიუროკრატიულ საკითხებთან არის დაკავშირებული. ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საქართველოში არსებობდეს ისეთი უმაღლესი ხარისხის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, რომლებიც სტუდენტს უქმნის დამატებითი აქტივობების განხორციელების შესაძლებლობას ინოვაციური და ხარისხიანი განათლების მისაღებად.
ABET აკრედიტებული პროგრამების ფარგლებში, ყოველწლიურად, 175 000-ზე მეტ სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა, ისწავლოს ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიცაა: სტენფორდის უნივერსიტეტი (Stanford University), კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (California Institute of Technology) და სხვა.