ხორციელდება ერთი ლაბორატორიული სამუშაო, რომელიც აწყობილია სტენდზე. სტენდი განკუთვნილია ცენტრიდანული ტუმბოების მუშა პროცესის შესწავლისათვის და უზრუნველყოფს შესაბამისი ლაბორატორიული სამუშაოების შესრულებას ჰიდროენერგეტიკის კონცენტრაციის სტუდენტებისათვის.
ლაბორატორიული სამუშაოს მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს:ტუმბოების კონსტრუქციები, მახასიათებელი პარამეტრები, საანგარიშო დაწნევების და მიწოდების გაანგარიშების საფუძვლები, ტუმბოების კონსტრუქციები, სატუმბო დანადგარების აღჭურვილობა, მისი საიმედო ექსპლუატაციის წესი დ პირობები, სატუმბო დანადგარების შერჩევა. ასევე სატურბინო კამერისა, მიმმართველი აპარატის და გამწოვი მილის დანიშნულება და მოქმედების პრინციპი მუშა თვალის სახეები და მათი ძირითადი ზომები, ჰიდროტურბინის რეგულირების საფუძვლები, ჰესის ტექნიკური წყალმომარაგების, ზეთის და პნევმატიუტი მეურნებების დანიშნულება, წყალმიმღებისა და სატურბინო საკეტების სახეები და დანიშნულება, ჰესის სადაწნეო მილადენების, ამწე-სატრანსპორტო მოწყობილობების, ნაგავდამჭერი გისოსების და მათი ამწმენდი საშუალებების დანიშნულება და სახეები.