გთავაზობთ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2024/2025 სასწავლო წელს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაციის ვადების, თანდართული დოკუმენტაციის წარდგენისა და საგამოცდო განრიგის შესახებ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონულ პლატფორმაზე- register.gtu.ge, 2024 წლის 26 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით;
სტუ-ის სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის 4 ნაწილიდან, რომელიმე სამში მაინც აქვს გადალახული მინიმალური ზღვარი;
გამოცდა/გასაუბრება უცხო ენაში ჩატარდება 2024 წლის 3 სექტემბერს, რომლის შედეგებიც გამოქვეყნდება 2024 წლის 4 სექტემბერს. სააპელაციო განაცხადები მიიღება 2024 წლის 3 სექტემბრიდან 5 სექტემბრის 12:00 საათამდე, გამოცდის ჩატარების ადგილზე. საბოლოო შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2024 წლის 5 სექტემბერს;
სასპეციალიზაციო გამოცდები ჩატარდება 2024 წლის 5 სექტემბერს და პირველადი შედეგები გამოცხადდება 2024 წლის 6 სექტემბერს, რომელიც იმავე დღესვე განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე; საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდება გამოცდის ჩატარების ადგილზე 2024 წლის 5 სექტემბრიდან 7 სექტემბრის 1200 საათამდე; სასპეციალიზაციო გამოცდების საბოლოო შედეგები (აპელაციის გათვალისწინებით) გამოცხადდება 2024 წლის 9 სექტემბერს და განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
საერთო სამაგისტრო გამოცდის თითოეული ნაწილისა და სასპეციალიზაციო გამოცდის შედეგების საფუძველზე (საკონკურსო ქულა), კოეფიციენტებით რანჟირების საფაკულტეტო დოკუმენტები (ჩასარიცხ აპლიკანტთა სიები) განთავსედება 2024 წლის 10 სექტემბერს.
სტუ-ის ფაკულტეტების დეკანატებში მაგისტრანტობის კანდიდატებმა სასწავლო და საფინანსო ხელშეკრულებები უნდა გააფორმონ 2024 წლის 10 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად..
თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ,“ თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.