სტუ
01/08/2024

სტუ-ის სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

გთავაზობთ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2024/2025 სასწავლო წელს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაციის ვადების, თანდართული დოკუმენტაციის წარდგენისა და საგამოცდო განრიგის შესახებ.

• საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონულ პლატფორმაზე - register.gtu.ge, 2024 წლის 30 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით;

• სადოქტორო პროგრამაზე დაშვების წინაპირობის შესაბამისად, გამოცდა უცხო ენაში ჩატარდება 2024 წლის 6 სექტემბრის 1000 საათიდან, სტუ-ის I კორპუსში, საგამოცდო და ელექტრონული სასწავლო რესურსების ცენტრში (კომპიუტერული ცენტრი -1, მე-6 სართული, კომპიუტერული ცენტრი - 2, პირველი სართული; კოსტავას ქ. N68); 

• უცხო ენაში გამოცდის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება 2024 წლის 7 სექტემბერს; საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდება გამოცდის ჩატარების ადგილზე, 2024 წლის 6 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, 1400 საათამდე (კვირა დღის გარდა); საბოლოო შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 9 სექტემბერს, სტუ-ის ვებგვერდზე; 

• სადოქტორო პროგრამაზე დაშვების წინაპირობის შესაბამისად, გასაუბრება უცხო ენაში ჩატარდება 2024 წლის 6 სექტემბრის 1100 საათიდან, სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, კოსტავას ქ.N77 (ცენტრალურ ბიბლიოთეკაში). შედეგები გამოქვეყნდება სტუ-ს ვებგვერდზე 2024 წლის 7 სექტემბერს; 

• გასაუბრება საფაკულტეტო დროებით მიმღებ კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 10 სექტემბერს, 1000 საათიდან. გასაუბრების შედეგები (საფაკულტეტო დროებითი კომისიის სხდომის ოქმის ამონაწერი - ჩასარიცხ აპლიკანტთა სია) გამოქვეყნდება სტუ-ის ვებგვერდზე, 2024 წლის 11 სექტემბერს. საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდება 2024 წლის 11 სექტემბრიდან 13 სექტემბრის 1400 საათამდე. ჩასარიცხ აპლიკანტთა სიები (აპელაციის გათვალისწინებით) გამოქვეყნდება სტუ-ის ვებგვერდზე 2024 წლის 13 სექტემბერს; 

• აპლიკანტი ვალდებულია უნივერსიტეტთან გააფორმოს აკადემიური (სასწავლო) და ადმინისტრაციული (საფინანსო) ხელშეკრულებები
საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში (2024 წლის 13 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით, კვირა დღის გარდა).

უცხო ენის გამოცდის ტესტის ნიმუშები იხილეთ ბმულზე

სადოქტორო პროგრამების ჩარიცხვის წინაპირობები

დოქტორანტურაში ჩარიცხვისათვის საჭირო დოკუმენტები

განცხადების ფორმა

საკონტაქტო ინფორმაცია ფაკულტეტების მიხედვით