დეპარტამენტი აერთიანებს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამის - „ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის“ ბაკალავრიატის სასწავლო მოდულებს - „ელექტრული სადგურები, ქსელები და სისტემები“, „ელექტრომექანიკა“, „მენეჯმენტი ენერგეტიკაში“, „ელექტრომომარაგება“ „ავტომატიზებული ელექტროამძრავი“, მითითებულ საგანმანათლებლო პროგრამაში გაერთიანებულია აგრეთვე მაგისტრატურის „ელექტრული სადგურების, ქსელები და სისტემები“, „ელექტრომექანიკის“, „მენეჯმენტი ენერგეტიკაში“ სპეციალიზაციებს და დოქტორანტურას.
დეპარტამენტის მიერ გადამუშავებული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანს წარმოადგენს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დარგში შრომის თავისუფალ ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება, რისთვისაც აუცილებელია ელექტრული ენერგიის მაღალი ძაბვის ქსელით დიდ მანძილზე გადაცემის, მომხმარებელთა შორის მისი სწორი განაწილების, ელექტრული რეჟიმების პარამეტრების რეგულირების, ელექტრული სისტემების წინასწარგამიზნული მართვის საჭირო ცოდნის შეძენა, რაც ამასთან ერთად ითვალისწინებს ენერგეტიკული დანადგარების და მოწყობილობათა მონტაჟის, გამართვის, გამოცდის, ექსპლუატაციის და რემონტის უნარჩვევების დაუფლებას, ენერგეტიკის არატრადიციული წყაროების, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების და ენერგოსისტემის იმედიანობის გაუმჯობესების მეთოდების შესწავლას.
დეპარტამენტის მიერ ჩამოყალიბებული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების საქმეს ემსახურება დეპარტამენტის ბაზაზე არსებული თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიული ბაზა:
1. ამერიკული კომპანია SEL- ის (SCHWEITZER ENGINEERING LABORATORIES) მიერ უსასყიდლოდ დამონტაჟებული ციფრული სარელეო დაცვის უახლესი ლაბორატორია;
2. გერმანული ფირმის „Hermann Matern” Drezden-ის მიერ ასევე უსასყიდლოდ გადმოცემული მაღალი ძაბვის ტექნიკის უახლესი სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიული ბაზა.
3. დანერგილია პროგრამა - ATPDrow, რომელიც განკუთვნილია კომუტაციისას გამოწვეული გადამეტძაბვის ანგარიშისათვის.
4. თანამედროვე დონეზეა მაღალი ძაბვის ელექტროდანადგარების დიაგნოსტიკის ლაბორატორია.
5. ელექტრული ენერგიის ხარისხის ვირტუალური ლაბორატორია, სადაც შესაძლებელი იქნება მაღალი ძაბვის გადამცემ ქსელში სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ელექტრულიენერგიის ხარისხის გაუარესების კვლევა და შეფასება კომპიუტერული მოდელირების გზით.
დეპარტამენტში ფუნქციონერებს სხვადასხვა დისციპლინაში ვირტუალური ლაბორატორიები (ელექტროსადგურებში, ქსელებსა და სისტემებში, ელექტრულ მანქანებში, ტრანსფორმატორებში და ა. შ.). ფართოდ არის დანერგილი კომპიუტერული ტექნოლოგიები სხვა დისციპლინებშიც.
დეპარტამენტში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მშობლიურ ენაზე სახელმძღვანელოებით სტუდენტთა უზრუნველყოფის მდგომარეობა (ელექტრონული ვერსიები, წიგნადი ფონდი):
გ. მახარაძე - ‘ელექტროენერგეტიკული(ელექტრული) სისტემები“ . 2017 წელი.
გ. მახარაძე, თ. ჯიქია - „ელექტროსადგურების ქსელები“, 2017 წელი.
ა. კოხტაშვილი - „ელექტრული სადგურები და ქვესადგურები“, 2018 წელი.
რ. არველაძე - „ენერგეტიკული კრიზისი საქართველოში,“ 2017 წელი.
შ. ნაჭყებია, მ. რუხვაძე - „ელექტრული ენერგიის გენერაციის თანამედროვე წყაროები“, 2017წელი.
ე. გერსამია - „ელექტრული მანქანების კონსტრუირების ტექნოლოგიური საფუძვლები“, 2017 წელი.