მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე ფუნქციონირებს სტუდენტური თვითმმართველობა რომელიც თავის უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდებითა, ფაკულტეტის დებულებით და სტუდენტური თვითმმართველობის დებულებით.
უნივერსიტეტის წესდებისა და საფაკულტეტო დებულებების შესაბამისად მართვის პროცესში სტუდენტთა მაქსიმალური რაოდენობის ჩართულობის უზრუნველსაყოფად სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით 2018 წელს მოხდა საფაკულტეტო საბჭოებში სტუდენტების პირდაპირი არჩევა რამაც საშუალება მისცა ფაკულტეტის ნებისმიერ სტუდენტს მონაწილეობა მიეღო არჩევნებში და გამარჯვების შემთხვევაში საქმიანობა გაეგრძელებინა საფაკულტეტო საბჭოებში, ადმინისტრაციასთან შეთანხემბით საფაკულტეტო საბჭოებში სტუდენტთა რაოდენობა გაზრდილია და შეადგენს საბჭოს სრული შემადგენლობის 1/3.
სტუდენტური თვითმმართველობა ახორციელებს სხვადასსხვა სახის სპორტულ-კულტურულ, საგანმანათლებლო და ინტელექტუალურ ღონისძიებებს რომლის შესახებ დეტალური ფოტო/ვიდეო მასალა განთავსებულია სტუდენტური თვითმმართველობის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე https://www.facebook.com/GTU.Self.Government/
ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი
თამაზ კობახიძე - 577 411 565
მისამართი: I სასწავლო კორპუსი, ოთახი 204
სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე
ირაკლი შიოშვილი - 591 758147
მისამართი: VI სასწავლო კორპუსი, ოთახი 312გ