1. იმერეთის მთისწინეთში ორგანული სუპერ საადრეო კარტოფილის მიღება.
2022 წ
ავტორი: თამაზ კობახიძე
ხელმძღვანელი: ასოც. პროფესორი კობა კობალაძე
მოკლე აღწერა
პროექტის მთავარი მიზანი იყო სუპერ საადრეო კარტოფილის მიღება და ადგილობრივი მოსახლეობისათვის მდგრადი დამატებითი შემოსავლების მიღება; როგორც წესი, რეგიონში კარტოფილი იწარმოება ღია გრუნტში და სამუშაოები იწყება გაზაფხულზე; ჩატარებულ იქნა ექსპერიმენტი: კარტოფილი დაითესა წარმოებისაგან თავისუფალ (მკვდარ) პერიოდში, იანვარში, დახურულ გრუნტში - ძირითადი მოსავლის პომიდვრის წარმოებამდე; მსხმოიარობის პირველი ნიშნები მიღებულ იქნა აპრილის თვეში - ქათმის კვერცხის ზომის ტუბერები ერთ ძირზე, ამავდროულად 40 სმ-იან ძირზე 15-დან 20-მდე წამოზრდილი პატარა ტუბერები. მიღებულ იქნა საადრეო კარტოფილის მოსავალი კოეფიციენტით დაახლოებით 1:6 თან, ანუ სარგავ კარტოფილის რაოდენობასთან შედარებით 6-ჯერ მეტი, 200 კვ. მ-ზე მიღებულ იქნა 300 კგ ბაზარზე მაღალ კონკურენტუნარიანი სუპერ საადრეო კარტოფილი (კილო კარტოფილის საბაზრო ფასი საშუალოდ 6-7 ლარი). კარტოფილის მოსავალი მოვიდა ბუნებრივ პირობებში და ზამთრის პერიოდში მავნებლებისა და დაავადებების არ არსებობის გამო მცენარეთა დაცვის პრეპარატები არ იქნა გამოყენებული, ხოლო კვებისთვის კი გააქტიურებულ იქნა ფესვ გარეშე კონტაქტური ფოთლოვანი კვება პრეპარატ ორგანიკას გამოყენებით (მწარმოებელი ქართული კომპანია ,,ბიო-აგრო“); ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური მდგრადობის თვალსაზრისით მეურნეობა სრულიად აკმაყოფილებს ,,ბიოწარმოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის #198 დადგენილების წესებს
2. ორგანული ღვინის წარმოება დასავლეთ საქართველოს მთისწინეთში.
2021-23 წ.
ავტორი: გუგა სარალიძე
ხელმძღვანელი: ასოც. პროფესორი კობა კობალაძე
მოკლე აღწერა
პროექტის მიზანი იყო ორგანული ღვინის წარმოების ტექნოლოგიის შესწავლა. ორგანული ღვინო მომავლის პროდუქტია. საცდელ ნაკვეთში გამოცდილ იქნა ორგანული მცენარეთა დაცვის საშუალებები, სასუქები და მარკეტინგული ხერხები და შედარებულ იქნა ძველ ტრადიციულ ტექნოლოგიას. გაანლიზებულ იქნა ის სირთულეები, რომლებიც თან ახლავს ორგანული პროდუქციის წარმოებას: შხამ-ქიმიკატების ჩანაცვლება, საჭირო დრო სასურველი შედეგის მიღებამდე და მდგრადობის შემაფასებელი კომპონენტები; გარემოზე ზემოქმედება, ეკონომიკური ეფექტიანობა და სოციალუირ სფეროზე გავლენა.
მიღებული შედეგები ვრცელდება მეზობელ ფერმერულ მეურნეობებში და შესაძლებელია მისი გავრცელება მთელს რეგიონში და საქართველოში.
3. სტუდენტური კონფერენცია „მთის გადაწყვეტილებები მდგრადი მომავლისთვის - ინოვაცია, ადაპტაცია და ახალგაზრდობა“.
2024 წ
მოდერატორები: ნოე ხოზრევანიძე , გივი გავარდაშვილი
სექციის ხელმძღვანელები: კობა კობალაძე, მანანა ვასაძე და გივი გავარდაშვილი