მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი ინოვაციურია
სტუ-ის მთის მდგრადი ფაკულტეტი მთის პრობლემების სწავლების მიმართულებით აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალური აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში პირველი ტრანსდისციპლინარული ფაკულტეტია; შეიქმნა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 4 აპრილის N 751 განკარგულების ''ბ'' პუნქტის თანახმად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს (2020 წლის 03 აპრილის N 01-05-04/72 და 2021 წლის 7 დეკემბრის N01*05*02/36 ოქმის საფუძველზე) დადგენილებით. პირველი შევსება 2021 წელს მიიღო და სტუდენტების მზარდი რაოდენობით გამოირჩევა. დღეისათვის ახალგაზრდა ფაკულტეტზე 250-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.
2024 წლის 12 მარტს ფაკულტეტი საერთაშორისო ალიანსის “მთის პარტნიორობის” - Mountain Partnership წევრი გახდა, რას სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს სხვადასხვა შესაძლებლობებს სთავაზობს