2023 წლის 22 ივნისს მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე მე-2 სტუდენტური კონფერენცია „მდგრადი განვითარება და გარემოს დაცვა“ გაიმართა, რომელიც გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს მიეძღვნა. კონფერენცია ინტერაქტიულ რეჟიმში ჰიბრიდული მოდელით მიმდინარეობდა. მასში ახალციხისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეებმაც მიიღეს მონაწილეობა. კონფერენციაზე 15-მდე საინტერესო მოხსენება იქნა წარმოდგენილი.