სტუ
10/12/2024

სტუდენტური კონფერენცია „მთის გადაწყვეტილებები მდგრადი მომავლისთვის - ინოვაცია, ადაპტაცია და ახალგაზრდობა“

11 დეკემბერს, მთის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუდენტური კონფერენცია  „მთის გადაწყვეტილებები მდგრადი მომავლისთვის - ინოვაცია, ადაპტაცია და ახალგაზრდობა“ გაიმართება.  

მონაწილეთა რეგისტრაცია 10:00 - 11:00 საათზე, სტუ-ის პირველი კორპუსის, II სართულზე, 203 ც აუდიტორიაში დაიწყება. 

კონფერენციის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცემა. 

კონფერენცია, პარალელურად ონლაინ რეჟიმში წარიმართება. შეხვედრის ბმული.

კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.