საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე, „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების” სასწავლო კურსის ფარგლებში, „ჯინო პარკის" აკვაპარკის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ცოტნე ჯამბურიამ საჯარო ლექცია - „ადამიანური რესურსების შერჩევა და შრომითი ურთიერთობის დამყარება" - ჩაატარა.
ცოტნე ჯამბურიამ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს „ჯინო ჰოლდინგის” და აკვაპარკის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ისაუბრა კომპანიის მენეჯმენტზე, სტრუქტურასა და ადამიანური რესურსების მართვის თავისებურებებზე, რაც, თავის მხრივ, მოიცავს ხელმძღვანელობას, ლიდერობას, ინიციატივების მხარდაჭერასა და იურიდიულ საკითხებს.