საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტი ანა დოლიძე სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის - „საქართველოს კურორტების განვითარების მომავალი“, გამარჯვებული გახდა.
სტუდენტთა მეორე სამეცნიერო კონფერენცია, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის, სასტუმროების ქსელის - „მარკო პოლო“ და ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „ზუმერის“ მხარდაჭერითა და კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა. ჟიურიმ მონაწილეებს შორის საუკეთესო თეზისის ავტორი 18 სტუდენტი გამოავლინა.
სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნოე ხოზრევანიძის თქმით, ჟიურიმ ანა დოლიძის მოხსენება - „მდგრადი განვითარების კონცეპტუალური მოდელი კურორტ ნუნისის მაგალითზე“, საუკეთესოთა შორის დაასახელა.