სტუ
01/10/2024

სტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია „მშვიდობა და მთის მდგრადი ტურიზმი - გამოწვევები და შესაძლებლობები“ ჩატარდა

20240928_152214.jpg


26-28 სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია „მშვიდობა და მთის მდგრადი ტურიზმი - გამოწვევები და შესაძლებლობები“ ჩატარდა. ღონისძიება ტურიზმის მსოფლიო დღეს - 27 სექტემბერს მიეძღვნა. კონფერენციის თანაორგანიზატორი იყო საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ.  26 სექტემბერს, კონფერენცია სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა. 

ღონისძიების მონაწილეებს სეუ-ს პრორექტორი ბატონი გოდერძი ბუჩაშვილი და მაღალი რანგის სტუმრები მიესალმნენ: გაეროს ტურიზმის ორგანიზაციიდან, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან, მთის პარტნიორობის სამდივნოდან, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოდან, საქართველოს კურორტების განვითარების სააგენტოდან. 

პლენარულ სხდომაზე, მოხსენებით წარდგნენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები იტალიიდან, კანადიდან, გერმანიიდან. დღის ბოლოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

კონფერენციაზე დარეგისტრირდნენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები საქართველოდან, იტალიიდან, ჩეხეთიდან და თურქეთიდან, ხოლო შერჩეული საუკეთესო თეზისების ავტორებმა მოხსენებები წარადგინეს (ჰიბრიდული რეჟიმში). 

ღონისძიების პირისპირ მონაწილე პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა მსოფლიო ტურიზმის დღე - 27 სექტემბერი აღნიშნეს ახალშექმნილ ტანას დაცულ ტერიტორიაზე ეკოლაშქრობით და მეგობრული ვახშმით სასტუმროში @Hotel Solo Grand Boshuri", სადაც 28 სექტემბერს სასესიო მუშაობა გაიმართა. 

დასკვნით ღონისძიებაზე შეჯამდა კონფერენციის შედეგები. საუკეთესო სამეცნიერო, თემატური თუ ონლაინ მოხსენებების ავტორებს სპეციალური პრიზები გადაეცათ. 

სამეცნიერო კომიტეტის წევრებმა სტუდენტების მოტივაცია და მომზადების მაღალი დონე დადებითად შეაფასეს. რეკომენდაცია მომზადდა, რათა კონფერენციის თეზისების საფუძველზე მომზადდეს ერთგვარი კომუნიკე და, ასევე, გამოითქვა მოსაზრება, რომ კონფერენციამ მიიღოს ყოველწლიური ხასიათი.  კონფერენციის მოხსენებათა თეზისები შესაბამისად მომზადდება და ელექტრონულად გამოქვეყნდება. 

ღონისძიების სათანადო დონეზე ჩატარებისათვის უმნიშვნელოვანესი იყო ქართველი და უცხოელი პარტნიორების მიერ, გაწეული მხარდაჭერა (მილანის უნივერსიტეტი, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო-JICA-ს საქართველოს ოფისი, კანადური ონლაინ ქსელი გრასრუტ ინსტიტუტი - THE GRASSROOTS INSTITUTE, საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტო, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია GTA, ინსტიტუტი ტექინფორმი, გარემოს დაცვის ეკოცენტრი ECOSOC - გაეროს საკონსულტაციო სტატუსის მქონე ორგანიზაცია; კავკასიის მთიანი რეგიონების საერთაშორისო ასოციაცია; კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონული ცენტრი; სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers და ტურისტული კომპანია Magic Roads Georgia).

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთიანი გუნდის მუშაობის შედეგია, რისთვისაც მადლობას ვუხდით უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოსს დავით გურგენიძეს და ადმინისტრაციას, ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანს რუსუდან ქუთათელაძეს და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანს  ნოე ხოზრევანიძეს, ასევე, კონფერენციის იდეის ავტორსა და განმახორციელებელს თამარ ქობლიანიძეს, რომელიც დაუღალავად და მიზანმიმართულად მუშაობდა წარმატებულ კონფერენციის ორგანიზებისათვის. 

განსაკუთრებული მადლობა კონფერენციაში ჩართულ ქართველ და უცხოელ მეცნიერებსა და სტუდენტ-ახალგაზრდობას, რომლებმაც საინტერესოდ და სასიამოვნოდ გაატარეს კონფერენციის 3 დღე.