სტუ
18/07/2024

საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია „მშვიდობა და მთის მდგრადი ტურიზმი - გამოწვევები და შესაძლებლობები“

2024 წლის 26-28 სექტემბერი.

(ეძღვნება ტურიზმის მსოფლიო დღეს - 27 სექტემბერს)

ორგანიზატორები:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარებისა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტები.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მხარდამჭერები: 

გაერთიანებული ერების ტურიზმის ორგანიზაცია (UN Tourism)
მთის პარტნიორობა (MOUNTAIN PARTNERSHIP, FAO)
იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA, იაპონია)
გრასრუტ ინსტიტუტი - GRASSROOT INSTITUTE (კანადა)
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 
დაცული ტერიტორიების სააგენტო
კურორტების განვითარების სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტო
სოფლის განვითარების სააგენტო
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია
ბეჟას პოლტექნიკური ინსტიტუტი (პორტუგალია)
მილანის უნივერსიტეტი (იტალია)
გარემოს დაცვის ეკოცენტრი (გაეროს ECOSOC საკონსულტაციო სტატუსის ორგანიზაცია)
კავკასიის მთიანი რეგიონების საერთაშორისო ასოციაცია
კონსალტინგისა და ახალი პროფესიების ეროვნული ცენტრი

კონფერენციის მიზანი:
 
ქართველი და უცხოელი სტუდენტების კოლაბორაციისთვის ხელის შეწყობა, ინოვაციური იდეების გენერირება და სტუდენტებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული/ინგლისური.

კონფერენციის ფორმატი: ჰიბრიდული (პირისპირ და ონლაინ).

კონფერენციის დღის წერიგი:

26 სექტემბერი - კონფერენციის გახსნა, პანელური სხდომა და ონლაინ მონაწილეთა სექციის 

მუშაობა: თბილისი, კოსტავას 77, სტუ- ის ადმინისტრაციული კორპუსი, ნიკო ნიკოლაძის დარბაზი
                              
27 სექტემბერი - ეკოლაშქრობა ტანას დაცულ ტერიტორიაზე (გორის მუნიციპალიტეტი);

28 სექტემებერი - მოხსენებების პრეზენტაცია, კონფერენციის დახურვა (ბოშური, გორის მუნიციპალიტეტი);
                    
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის ქართული და უცხოური უნივერსიტეტების სტუდენტებს, დოქტორანტების შემთხვევაში იმუშავებს ცალკე სექცია. 

მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ლიკზე (მიყევით ბმულს) და გადმოაგზავნოთ თეზისები და პრეზენტაციები (New Microsoft PowerPoint Presentation) მეილზე: nhsec@gtu.ge

კონფერენციის თემატიკა:

ტურიზმი, როგორც მშვიდობის მამოძრავებელი ძალა;
ტურიზმი, როგორც მდგრადი და ინკლუზიური განვითარების ხელშემწყობი ინდუსტრია;
ტურიზმი და მთის საზოგადოებების განვითარება;
დაცული ტერიტორიები, ეკოტურიზმი და ახალი პარადიგმები;
მთა, ორგანული მეწარმეობა და აგროფერმერული ტურიზმი;
კლიმატის ცვლილება, მთის ტურიზმი და მდგრადი განვითარება;
მთის ტურიზმისა და სხვა ინდუსტრიების კოლაბორაცია მდგრადი განვითარებისათვის
მთის ტურიზმი ‒ ველნესი, გამაჯანსაღებელი კურორტები, გასტრონომია, ეთნოკულტურა და საქართველოს შესაძლებლობები;
საქართველოს ტურისტული პოტენციალი ‒ სტუმარმასპინძლობის ტრადიციების თანამედროვეობაში ასახვა.

თეზისების წარდგენა:

თეზისები უნდა პასუხობდეს კონფერენციის თემატიკას და მომზადებული იყოს ქვემოთ მოცემული მოთხოვნების შესაბამისად;
თეზისის მოცულობა: 300-400 სიტყვა;
თეზისის ფორმატი: ვორდი (word) ; ფონტი - sylfaen; ფონტის ზომა - 11; მანძილი სტრიქონებს შორის 1.5; 
თეზისების ტექსტში არ გამოიყენოთ ფოტოები/გრაფიკები/ცხრილები;

თეზისი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

თემის დასახელება; სტუდენტის სახელი და გვარი, სწავლების საფეხური, უმაღლესი სასწავლებლის დასახელება; 

ხელმძღვანელის სახელი, გვარი და აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი;

სტუდენტის საკონტაქტო ინფორმაცია (ელ. ფოსტა);

თეზისი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე (უცხოელი სტუდენტებისათვის მხოლოდ ინგლისურ ენაზე); 

პრეზენტაციის შესრულების ფორმატისადმი სპეციფიკური მოთხოვნები არ არის წაყენებული. 

დედლაინი:

თეზისებისა და პრეზენტაციების წარდგენის ბოლო ვადაა: 2024 წლის 18 სექტემბერი 18:00 საათი. 

თეზისი შეფასების კრიტერიუმები (მაქსიმუმ 15 ქულა)
თემის აქტუალურობა (5 ქულა);
კვლევის კომპონენტი (5 ქულა);
თემის ინოვაციურობა (5 ქულა).

გამოვლენილი საუკეთესო თეზისები დაიბეჭდება, ხოლო მათ ავტორებს საშუალება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ ეკოლაშრობაში (ტანას დაჩული ტერიტორია, გორის მუნიციპალიტეტი) და მოხსენებებით წარსდგენენ ჟიურის წინაშე (სასტუმრო გრანდ ბოშური, ტანას ხეობა, გორის მუნიციპალიტეტი), რომლის დროსაც გამოვლინდება საუკეთესო მოხსენებები. 

მოხსენების შეფასების კრიტერიუმები (მაქსიმუმ 40 ქულა);
კვლევის მეთოდოლოგია (10 ქულა);
საკითხის ფლობის დონე (10 ქულა);
კითხვებზე არგუმენტირებული პასუხების გაცემის უნარი (10 ქულა);
პრეზენტაციის შესრულების ტექნიკური დონე (10 ქულა).

კონფერენციაზე დარეგისტრირებულ ყველა მონაწილეს, რომელიც გამოაგზავნის თეზისს, გადაეცემა მონაწილეობის სერთიფიკატი.

ღონისძიების პროგრამა გაეგზავნება მონაწილეებს.
 
ონლაინ დასწრების შემთხვევაში მონაწილ;ეები შეხვედრის ლინკს მიიღებენ კონფერენციის წინა დღეებში (არაუგვიანეს 25 სექტემბრისა).

დასარეგისტრირებლად მიჰყევით ბმულს:

საკონტაქტო პირები ქართველი მონაწილეებისათვის:

თამარ ქობლიანიძე     მობ.  551 07 71 57
შორენა კუპრეიშვილი   მობ. 599 52 63 05 
 
საკონტაქტო პირები უცხოელი მონაწილეებისათვის:
                 
ნინო ადამაშვილი     whatsapp +39 389 008 26 80