სტუ
25/05/2024

ფაკულტეტზე CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2020 წლის 09 მარტის №338 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროგრამით „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (WB)” შექმნილი კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) ფარგლებში მეორე საგრანტო კონკურსი დასრულდა. 

მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტმა საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტით: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის „მთიანი ტერიტორიების მდგრადი განვითარება“ შექმნა მთის უნივერსიტეტთან (მილანის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრი) თანამშრომლობით."

პროექტის დაწყების და დამთავრების სავარაუდო თარიღებია 01.06.2024 - 30.11.2025.

16 და 24 მაისს ჰიბრიდულ რეჟიმში ჯგუფის წინასწარი სამუშაო შეხვედრები გაიმართა, სადაც პროექტის დაწყების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, საუბარი შეეხო  პროექტის სამ სამუშაო პერიოდზე განაწილებულ ამოცანებსა და შესაბამის აქტივობებს. შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის ხელმძღვანელი, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელი ნოე ხოზრევანიძრე, ძირითადი შემსრულებლები და ტექნიკური პერსონალი სტუ-დან და პარტნიორი ორგანიზაციებიდან: გრ. რობაქიძის უნივერსიტეტიდან, დაცული ტერიტორიების სააგენტოდან.

შეხვედრებში, ასევე, მ,ონაწილეობას იღებდნენ პროექტის უცხოელი პარტნიორები მილანის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრიდან UNIMONT - დან Stefano Corsi და Stefano Sala. განხილულ იქნა პროექტის დაწყების მნიშვნელოვანი საკითხები.

აღსანიშნავია, რომ საგრანტო ხელშეკრულება სტუ-სა და CIF-ს შორის უახლოეს ხანებში გაფორმდება, რის შემდგომაც სამუშაო შეხვედრები რეგულარულ ხასიათს მიიღებს და მასში იტალიური მხარეც ჩაერთვება.