22 მაისს მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოე ხოზრევანიძე წარმატებულ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც სახელმწიფო სტიპენდიატები გახდნენ. ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარდგინებით, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის 21 სტუდენტს სახელმწიფო სტიპენდია დაენიშნა. სტიპენდია ენიშნება მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტს, რომელსაც ყველა საგანში მიღებული აქვს A - ფრიადი შეფასება (91 ქულა და მეტი) და, ასევე, აქტიურად მონაწილეობენ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, ჩართული არიან სხვადასხვა კონფერენციებსა და აუდიტორიის გარეთ აქტივობებში, სტუ-ის თვითმმართველობის ღონისძიებებში. ფაკულტეტის ხელმძღვანელმა სტუდენტებს წარმატება მიულოცა, მათ საფაკულტეტო სიახლეები და გეგმები გააცნო, მომავალში კი, აქტიური სტუდენტური ცხოვრება უსურვა.