28 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოსის დავით გურგენიძის რეკომენდაციითა და რექტორატის მხარდაჭერით, ტექნიკური უნივერსიტეტის სივრცეში, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტთან აფილირებული მდგრადი განვითარების გეოსაინფორმაციო ცენტრის შექმნის მიზნით, ფაკულტეტზე საინფორმაციო თემატური განხილვა გაიმართა.
შეხვედრაზე უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ ლაოშვილმა მომავალი ცენტრის შექმნის წინაპირობები წარმოადგინა - მიზანი, ამოცანები და ფუნქცია. გეოსაინფორმაციო ცენტრი, პირველ რიგში იქნება უნივერსიტეტის საფაკულტეტთაშორისო სტუდენტთა სასწავლო-კვლევითი საქმიანობის ადგილი. გარდა ამისა, იგი არსებული წესისამებრ აქტიურ საქმიანობას განახორციელებს სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორისათვის მდგრადი განვითარებისთვის საჭირო ვალიდური, სივრცითი საინფორმაციო სისტემური მონაცემების უზრუნველყოფისათვის.