6 აპრილს, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები დასავლეთ საქართველოს, გურია-აჭარა-იმერეთის მთისწინეთში მდებარე სოფლებში, კლიმატგონივრული, ინოვაციური ტექნოლოგიების პრაქტიკულ, სადემონსტრაციო საველე მეცადინეობაზე იმყოფებოდნენ. ღონისძიება სტუდენტ-ფერმერების მიერ წარმოებული ორგანული პროდუქტების დაკვირვებას, შეფასებასა და ორგანული პროდუქციის წარმოების დინამიური მართვის პროცესების შესწავლას ითვალისწინებდა.
მთის სხვადასხვა რეგიონებში, საველე პრაქტიკული გასვლები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, როგორც პრაქტიკოსებისათვის, ასევე, შესაბამისი სასწავლო პროგრამების სტუდენტებისათვის.