20-21 აპრილს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში სასტუმრომ “Alpine Lounge Hotel & Restaurant” მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტურ სემინარს “ყაზბეგის მდგრადი განვითარების ალტერნატივები” უმასპინძლა.
სემინარი მიეძღვნა 2024 წლის მთის საერთაშორისო დღის თემას: “მთის გადაწყვეტილებები მდგრადი მომავლისთვის - ინოვაციები, ადაპტაცია, ახალგაზრდობა და მის ფარგლებს გარეთ”.
სემინარს ადგილობრივი ფერმერები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ. სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები მდგრადობის ამსახველ სხვადასხვა თემებზე, მათ შორის იყო მოხსენებები: “ორგანული თაფლის წარმოება”, “ორგანული ღვინის პრაქტიკა”, “მდგრადი ტურიზმი მაღალმთიან რეგიონებში”, “ადრეული ორგანული ბოსტნეულის მოყვანა” და სხვა.
სასტუმროს წარმომადგენლებმა მაღალმთიანი რეგიონების მდგრად განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ინიციატივა გამოითქვა, სასტუმროს ორგანული ტრანსფორმაციის განხორვიელების შესახებ. ამ მიზნით ისინი მომავალში, სტუდენეტების თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას გაიზიარებენ, ასევე, ფაკულტეტის ახალგაზრდების ინიციატივებს გაითვალისწინებენ.
სემინარი მიმდინარეობდა ინტერაქტიულ რეჟიმში.
აღსანიშნავია, რომ დაბა სტეფანწმინდა ბრიტანულმა ტურისტულმა მედია პლატფორმამ მსოფლიოს ულამაზესი პატარა ქალაქების ტოპ ათეულში შეიყვანა.