24 აპრილს, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე ეროვნული პარკების კვირეულის ფარგლებში, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსის, ბიოლოგიის დოქტორის ნატო სულთანიშვილის საჯარო ლექცია თემაზე -"საქართველოს დაცული ტერიტორიები" ჩატარდა.
შეხვედრას, ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. მომხსენებელმა დაცული ტერიტორიების, საზოგადოების განათლების მნიშვნელობაზე და საქართველოში დაცული ტერიტორიების დაარსების ისტორიასა და განვითარებაზე ისაუბრა. ხაზი გაესვა საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს აქტიურ მუშაობას, ტერიტორიების ფართობის ზრდის დინამიკას.
ასევე, ნატო სულთანიშვილმა სტუდენტებს დაცული ტერიტორიების ვიზიტორების ინფოგრაფიკა წარუდგინა და მიაწოდა ინფორმაცია დაცული ტერიტორიების სერვისების შესახებ.
სააგენტო საქართველოს ტექნიკიური უნივერსიტეტის პარტნიორია და შესაბამისად, სხვადასხვა ერთობლივი საგანმანთლებლო-საინფორმაციო შეხვედრები მომავალშიც განხორციელდება. ასევე, იგეგმება სამეცნიერო- კვლევითი პროექტების განხორციელება.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ეძღვნებოდა დედამიწის დღეს - 22 აპრილს, რომელიც მთელს მსოფლიოში 1970 წლის 22 აპრილიდან აღინიშნება. დედამიწის დღე ერთ-ერთი მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა. დედამიწა და მისი ეკოსისტემა ჩვენი სახლია, ის უზრუნველყოფს კაცობრიობის სიცოცხლეს, საქართველოში დედამიწის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.