სტუ
21/03/2024

21 მარტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ტყის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს ესტუმრნენ.

მათ გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს და ბაღის ტერიტორიაზე საქართველოს ენდემური სახეობის - მეგრული არყის ნერგები დარგეს.

აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტის სტუდენტები უკვე მეორედ ესტუმრნენ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს, რაც უნივერსიტეტსა და ბაღს შორის გაფორმებული მემორანდუმის შედეგია.


სიახლეებში დაბრუნება