სტუ
01/03/2024

ნოე ხოზრევანიძე და თამარ ქობლიანიძე "ტრანსკავკასიური ბილიკი საქართველოს" ოფისის გახსნას დაესწრნენ

1 მარტს, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელი ნოე ხოზრევანიძე და მისი მოადგილე თამარ ქობლიანიძე "ტრანსკავკასიური ბილიკი საქართველოს" ოფისის გახსნას დაესწრნენ.


"ტრანსკავკასიური ბილიკი საქართველო" ფაკულტეტის მომავალი პარტნიორია, რომელთანაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს. "ტრანსკავკასიური ბილიკი საქართველომ" ფაკულტეტის სტუდენტებს უკვე შესთავაზა რეგიონული მასშტაბის პირველ კონსერვაციის კორპუსის პროგრამაში მონაწილეობა მიიღონ და კავკასიის ბილიკების ქსელის გაუმჯობესებაში წვლილი შეიტანონ.