სტუ
19/09/2023

2023 წლის 22 ივლისს ფაკულტეტმა მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში "მთის დღეები", რომელიც მესტიაში უღვირის ტბასთან გაიმართა. სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ღონისძიებაზე საკუთარი სტენდი წარადგინეს და საზოგადოებას ფაკულტეტის პროგრამები და მათი უნიკალობა გააცნეს. მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის გვერდით იყვნენ არქიტექტურის, ურბანისტიკასა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტები; სტუდენტებმა საკუთარი სახვითი ხელოვნების ნამუშევრები გამოფინეს. პარალელურად, პროფესორ-მასწავლებელებმა და სტუდენტებმა სვანეთის ღირშესანიშნაობები დაათვალიერეს, ეწვივნენ უშგულს, ჰაწვალს, მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს.ეს იყო უდიდესი გამოცდილებისა და სიამოვნების ორი დღე, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს, უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის, ასევე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას - "მთის დღეების" ორგანიზატორს და სულისჩამდგმელს, რომელმაც სტუ-ს სტუდენტები ღონისძიების მონაწილეებში ჩართო და სრულად უზრუნველყო სტუდენტების ტრანსპორტირება, კვება და ღამისთევა. "მთის დღეები 2023" სლოგანით "ამოდი მთაში" ერთი წლით დაგვემშვიდობა.


სიახლეებში დაბრუნება