სტუ
14/09/2023

2023 წლის 17 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებელები სასწავლო-შემეცენებითი მიზნით იმყოფებიდნენ საველე ტურში ყაზბეგის მთიან მუნიციპალიტეტში.

პროფესორ-მასწავლებლებმა სტუდენტებს ადგილზე პრაქტიკული მეცადინეობის ფორმატში გააცნეს მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული თავისებურებანი და მიმდიარე გეოლოგიური პროცესები, ისევე, როგორც ბუნებრივი საფრთხეები, არასწორი ურბანული განვითარების შედეგები და რეგიონის ტურისტული პოტენციალი. აქტივობა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

სასწავლო ტურის ფარგლებში სტუდენტებმა მოინახულეს დარიალისა და სნოს ხეობები და დაათვალიერეს რეგიონის კულტურულ-ისტორიული ძეგლები; მათ შორის გერგეთის სამება, ძველი ციხე-კოშკები, ახალი ეკლესია-მონასტრები დარიალის ხეობასა და სოფელ სნოში; განსაკუთრებით აღფრთოვანდნენ გოროზი მყინვარწვერის ბუნებრივი სილამაზით.

ტურის დასასრულს განგებამ მონაწილეებს გამოცდაც მოუწყო და სტუდენტებმა სამთო ექსტრემალური პირობების გამკლავების გამოცდილებაც მიიღეს . მწყობრიდან გამოსული ავტობუსის გამო ახალი ტრანსპორტის მოლოდინში დანთებულმა კოცონმა დღის ემოციები კიდევ უფრო გაამძაფრა; კმაყოფილი და ერთ გუნდად შეკრული სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები თბილისში გვიან ღამით დაბრუნდნენ.

აუდიტორიის გარეთ აქტივობა მთიან ლოკაციებზე კვლავ იგეგმება


სიახლეებში დაბრუნება