2023 წლის 22 ივნისს მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე მე-2 სტუდენტური კონფერენცია გაიმართა, რომელიც გარემოს საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. კონფერენცია ინტერაქტიულ რეჟიმში ჰიბრიდული მოდელით მიმდინარეობდა. მასში ახალციხისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეებმაც მიიღეს მონაწილეობა. კონფერენციაზე 15-მდე საინტერესო მოხსენება იქნა წარმოადგინილი.