სტუ
14/09/2023

სტუდენტები წრომში

2023 წლის 24 ივნისს მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ - მასწავლებლები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომს ესტუმრნენ, სადაც მათ დახვდნენ ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე ქალბატონი ნინო ლიპარტელიანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მაღალმთიანი დასახლებების ფერმერები. სტუმრებმა დაათვალიერეს ადგილობრივი მეწარმის თემურ ღონღაძის ფერმა და საექსტენციო, სადემონსტრაციო ნაკვეთი, რომელზედაც ფაკულტეტის პროფესორთა მითითებებით პირუტყვის გამოსაკვები მარცვლოვანი კულტურებია დათესილი. ღონისძიება სტუ-სა და ხაშურის მუნიციპალიტეტს შორის ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. სტუდენტებმა წრომის მე-7 საუკუნის ტაძარიც მოინახულეს.