2023 წლის 4-6 ივლისს ქუთაისის კავკასიის მთიანეთის მესამე საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობდა. ფორუმის ორგანიზატორი იყო Scientific Network for the Caucasus Mountain Region (SNC-mt). ფორუმი ჰიბრიდულ რეჟმში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობდნენ მთის საკითხებზე მომუშავე ქართველი და უცხოელი ექსპერტები, მეცნიერები და მკვლევარები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყენებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან (NEMOR-ევროპის მთების კვლევის ქსელი), Mountain Partnership (გაეროს პარტნიორთა ნებაყოფლობითი ალიანსი), მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია და სხვა); ფორუმზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ქობლიანიძემ წარადგინა პრეზენტაცია „Education for the Development of Sustainable Tourism in the Mountains”, რომელიც ერთობლივად მომზადდა ფაკულტეტის პროფესორ მასწავლებელთა მიერ (პროფ. ნოე ხოზრევანიძე, ასოც. პროფ. თამარ ქობლიანიძე და მოწვეული პროფესორი ნანა ახალაია), რომელმაც დამსწრეთა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ ფორუმზე სტუდენტებმა ზეპირი პოსტერები წარადგინეს; მათ შორის საუკეთესოდ იქნა აღიარებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტის ილია ბლუაშვილი ნაშრომი.