2023 წლის 01 ივნისს მთის მდგრადი ფაკულტეტის ადმინისტრაციული პერსონალი ZOOM პლატფორმის საშუალებით სამტრედიის, ზესტაფონისა და ჩხორუწყუს მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრაზე ფაკულტეტის ხელმძღვანელმა პროფესორმა ნოე ხოზრევანიძემ ისაუბრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის რესურსებისა და პოტენციალისა და ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, რომლებზეც სწავლას სახელმწიფო 100 % ით აფინანსებს. ასევე, გააცნო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი - განვითარებულ იქნას ხარისხზე ორიენტირებული საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა რეგიონულ დონეზე;
შეხვედრაზე განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები; სკოლების წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს ჩაერთვნენ მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ სასწავლო კონფერენციაში, რომელიც ეძღვნება გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს და ჰიბრიდულ რეჟიმში 22 ივნისს გაიმართება; ასევე, სამომავლოდ მოემზადონ და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა კვლევით-თემატურ პროექტებში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმები უკვე გაფორმებული აქვს სამტრედიის მე-6, მე-9 და მე-12 საჯარო სკოლებთან, ხოლო მზადების პროცესშია მემორანდუმები ჩხორუწყუსა და ნარტვილის მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს, მუხურის და სალხინოს საჯარო სკოლებთან.