10 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და პროფესორ-მასწავლებლებისთვის განხორციელდა გასვლითი საველე ღონისძიება, რომელსაც ორგანიზება გაუკეთა ფაკულტეტის ხელმძღვანელმა პროფესორმა ნოე ხოზრევანიძემ.
აუდიტორიის გარეთ აქტივობა მოიცავდა ზედაზნის მამათა მონასტრის და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურის ბაზის დათვალიერებას. სტუდენტები გაეცნენ ზედაზენის უძველესი სამონასტრო კომპლექსს; იგი უკავშირდება VI საუკუნეში მოღვაწე 13 ასურელი მამის წინამძღვარის იოანეს სახელს, რომელმაც შეარჩია „მთაი… მახლობლად მცხეთის აღმოსავლეთით-რე და ცხოველსა ჯუარსა ჩრდილოით კერძო, აღვიდა მთასა მას მაღალსა, რომელსა ჰრქვან ზედა-ზადენ"
ზედაზენის კულტურული-შემეცნებითი აქტივობის შემდეგ ჯიღაურის ბაზაზე სტუდენტები გაეცნენ ინტენსიური მეხილეობის ბაღებს, ყურძნის ჯიშების უნიკალური კოლექციას (მათ შორის 400-ზე მეტი ქართული აბორიგენული ჯიშს), ნერგების წარმოების ტექნიკას და ტექნოლოგიას. მცენარეთა დაცვის ინტეგრირებულ მეთოდოლოგიას. ახალგაზრდებმა დაათვალიერეს პისიარ და ვირუსებთან ბრძოლის ლაბორატორიები, სეტყვისგან დამცავი ბადეები და სამაცივრე დანადგარები. კვლევითი ცენტრის ადმინისტრაციამ სტუდენტებს ადგილზე სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ღვინოების დეგუსტაციისა და ხეხილის დაგემოვნების შესაძლებლობა მისცა.
მსგავსი აქტივობები სტუდენტების ერთიან გუნდად და მათი პროფესიონალებად ჩამოყალიბების ერთ-ერთი გამოცდილი საშუალებაა, რომელსაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს მთის ფაკულტეტის საბაკალვრო პროგრამებისთვის. ეს არის პირველი სტუდენტური საველე ტური, თუმცა სტუდენტებისათვის მრავალი მსგავსი ტიპის აქტივობები იგეგმება ქვეყნის მასშტაბით.
აუდიტორიის გარეთა აქტივობის გამო ფაკულტეტი მადლობას უხდის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრს და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ბატონ ზურაბ ხიდეშელს, რომელიც ამავდროულად მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის მოწვეული პროფესორია.