შეიძლება ადგილი იყოს არანამდვილი? რის საფუძლველზე? ერთი მხრივ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არასაქმიანი მიზნით შექმნილი სივრცე - იგივე სათამაშო სივრცე - სწორედ ესეთი არანამდვილი ადგილია - არასერიოზული. დასვენების სივრცეები ამ პარადიგმაში ვერ ჩაჯდებიან, რამდენადაც დასვენება (თუნდაც გართობა) ფრიად სერიოზული საქმეა: იგი ემსახურება ენერგიის მოკრებას სამომავლო დიდ საქმიან გამოწვევებთან შერკინების წინ.
თამაში თვითმიზნურია. თამაში დრო და ადგილითაა დასაზღვრული. ის საკუთარ თავში ქმნის საკუთარი წესებით მოქმედ მიკროკოსმოსს. თამაში გამოეყოფა ყოველდღიურობას. ნებისმიერი გამო/ყოფა (საზღვრის მონიშვნა) უკვე გულისხმობს საკრალურობას. ამგვარად ჩვენი თემა არა უბრალოდ ცრუ არამედ საკრალური, ნაკურთხი ადგილია.
არანამდვილი ადგილის მაგალითად განხილულია თეატრის სცენა. როგორ გამოიყურება არქიტექტურა თეატრის სცენაზე? რა ფუნქციას ასრულებენ საგნები სცენაზე? რა ემართება არქიტექტურას არანამდვილ ადგილზე?