- შეიძლება ასწავლო მხოლოდ ის თუ როგორ უნდა ისწავლოს;
- ჩემი ძალისხმევა მიმართულია არქიტექტურაში მითის და პოეტის დაბრუნებისაკენ, რაც გულისხმობს ჰუმანუტარული აზროვნების პრიმატს – ეს კი ბუნებასთან და ადამიანურობასთან დაბრუნებას ნიშნავს;
- მემკვიდრეობისადმი პატივისცემა ხელს არ უშლის იმის აღიარებას, რომ კულტურა ბარიერია, იგი ქმნის აზრობნებით სტერეოტიპებს, რომელიც უნდა დავძლიოთ.
- არქიტექტურის "გენი” ირაციონალურია და მოწოდებულია მართოს სივრცე სიმბოლოებით;
- არქიტექტურა ხელოვნებაა და მეთოდურ ყალიბებს არ ემორჩილება;
- არქიტექტურა ხელოვნებაა – ეს კი გამორჩეული უნარია გამოხატო ემოციები და გააღვიძო სხა ადამიანებშიც – ეს ნიშნავს შეინარჩუნო ბავშვობა და თამაშის აზარტი; გაოცებისა და აღტაცების უნარი; გაოცებისაა იმით, რაც შენს გარშემოა და რასაც თითქოს პირველად ხედავ; აღტაცებისა იმით, რასაც სისცოცხლეს არქმევ და იცავ;
- არქიტექტურა ხელოვნებაა – ეს კი ის სამეფოა, სადაც არ ისჯებიან დოგმატებისა და კანონის დარღვევისათვის, სადაც არ ისჯებიან დიქტატის, თავხედობის, ინტრიგებისა და პროვოკაციებისათვის, რადგან მშვენიერებას ამკვიდრებენ. მშვენიერების წყარო კი ემპირიული სინამდვილის მიღმაა, მოკლებულია სარგებლიანობასა და უანგარო სიამოვნებას იწვევს;
- ხელოვნება არის ის, რაც რელობას აკლია, რასაც ის მალავს და რაც მისგანვე უნდა გა-მოვიტყუოთ. იქნებ რეალობა არაფერს მალავს და უბრალოა.., და ხელოვნება რეალობაზე "აკიდებული დანაშაულია”.
"თავდაპირველი" დახარჯულია. ახლავე ცხადია, რომ ხელახლა მოგვიწევს „თავდაპირველის“ დამზადება „დასასრულის“ ინგრედიენტებით.
შოთა ბოსტანაშვილი, 1990
- ახალი ეპოქის შეცვლილი ეპისტემე ნაწარმოების ნაცვლად ტექსტს გვთავაზობს არქე-ს და არქიტექტურის ნაცვლად - ნაშენს;
- ნაშენი, როგორც რიტორიკული ფიგურა არქიტექტურის ალტერნატივაა;
- ნაშენი, შეცვლილ პრობლემურ ველთან შეხმიანებით ენამ წარმოადგინა, როგორც ოდესღაც ხუროთმოძღვრება;
- ნაშენმა, როგორც პროტოკულტურულმა ტერმინმა (terminus) თავისი საზღვარი იქ გაავლო, სადაც ის მოიშალა - პოსტკულტურასთან - არქიტექტურის უკანასკნელ ადგილთან;
- ნაშენი ”შეფუთვის” კულტუროლოგიური დისკურსის თვალსაჩინობაა;
- ნაშენი აღმნიშვნელთა თავისუფალი თამაშია;
- ნაშენი ეხმარება ჰუმანიტარულ დისციპლინებს გაათავისუფლონ საგანი კონოტაციური ტვირთისგან არქიტექტურის მაგალითზე;
- ნაშენი - textus (ქსოვილი, ქსელი) ნიშნავს, რომ ”ქსელში ვართ”;
- ნაშენმა დაიწყო მოძრაობა არქიტექტურის კრიტიკული დისკურსისკენ
შოთა ბოსტანაშვილი,
დავით ბოსტანაშვილი. 2011