არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი

ყველა სიახლე

მიმდინარე მოვლენები

                                                                               
                                                         
                  
                                                                               


1. განცხადება

სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის  დეკანის   ვაკანტურ თანამდებობაზე არჩევნებს ჩატარების შესახებ
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის  ფაკულტეტის საბჭო აცხადებს არჩევნებს ფაკულტეტის დეკანის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად:
 
დეკანად შეიძლება აირჩეს უნივერსიტეტის ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.
კანდიდატებმა განცხადება უნდა წარადგინონ  ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში. განცხადებას უნდა დაერთოს:
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. ცნობა დაკავებული თანამდებობის შესახებ;
3. სამოქმედო გეგმა;
4. ინფორმაცია განათლების, შრომითი გამოცდილების, აკადემიური ხარისხის თაობაზე.
კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2017 წლის 9 იანვარს და დასრულდება  16 იანვარს. განცხადებების მიღება იწარმოებს ყოველ დღე, დასვენებისა და უქმე დღეების გარდა, 10 საათიდან 17 საათამდე,  ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში.
 2017 წლის 21 იანვარს (12 სთ) მოხდება კანდიდატთა მიერ სამოქმედო პროგრამის საჯაროდ წარდგენა  ფაკულტეტის  საბჭოში.  არჩევნები ჩატარდება 2017 წლის 23 იანვარს.
 არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვება პირი, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება შეზღუდული აქვს მოქმედი კანონმდებლობით.  65 წლისა და მეტი ასაკის  პირის მიერ დეკანის თანამდებობის დაკავების საკითხს ინდივიდუალურად წყვეტს აკადემიური საბჭო, ამ საკითხზე აკადემიურ საბჭოს დაინტერესებულმა პირმა  უნდა მიმართოს განცხადებით (განცხადების წარდგენის ვადა - 2017 წლის 9 იანვარს, 10 საათიდან 17 საათამდე). 
 არჩევნები ჩატარდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, სსიპ-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდებისა და  „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ საუნივერსიტეტო დებულების შესაბამისად.
  დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ფაკულტეტის საარჩევნო კომისიას ყოველ დღე, დასვენებისა და უქმე დღეების გარდა, 10 საათიდან 17 საათამდე.