მოცემული ფოტოტექსტების კრიტიკული წაკითხვა - დეკონსტრუქცია
ბუნება კულტურის ენაზე;
კორექტირება (სიღრმის კრიტიკა);
აბსტრაგირება (ზედაპირები);
დამატებები;
სახელდება
საწყის ტექსტად აღებულია რამდენიმე ფოტოკადრი. ყოველ ფოტოგრაფიას გააჩნია სემანტიკური მხარე. იგი გადმოგვცემს აზრს.
აზრის გადმოსაცემად ფოტოგრაფია ეყრდნობა ნაცნობი ნიშნების კრებულს
ყოველი ნიშანი საკუთარ თავში შეიცავს არასტაბილურობას, გაბნეულობას. ფოტომანიპულაციების გამოყენებით შემოთავაზებულია აღმნიშვნელების და აღსანიშნების გაყოფა, დეკონსტრუქცია.
ფოტოშოპის მიერ შემოთავაზებული ინსტრუმენტების ნაკრები ამუშავებულია ინდივიდუალური ხედვის გამოსამჟღავნებლად.
ხელმძღვანელი შოთა ბოსტანაშვილი. 2008 წლის სტუდიის მსმენელები: ელენე დარჯანია, თამარ ცანავა, მარიამ გიგუაშვილი, სალომე მაყაშვილი, ოტია იოსელიანი