სტუდენტი: ნიკა მაისურაძე
ხელმძღვანელი: შოთა ბოსტანაშვილი, დავით ბოსტანაშვილი
თემა: თეატრი რუსთაველის მოედანზე
სამაგისტრო სადიპლომო ნაშრომი. 2014 წ.
თემა 1: ტრადიციულ თეატრში მკაფიო საზღვარია მაყურებელსა და საყურებელს შორის. პროექტი ამ მიმართების დეკონსტრუქციას წარმოადგენს. მისი კულტუროლოგიური პარადიგმაა შუა საუკუნეების ქუჩის კარნავალის ტრადიცია, რომლის დროსაც მოძრავი მინი-სცენები მთელ არეალს გიგანტურ სპექტაკლად გადააქცევენ - ყველგან სცენაა და არსად არ არის სცენა. მაყურებელი და საყურებელი მუდმივად ცვლიან ადგილებს.
თემა 2: რიდეების ენის ასპექტების გამოკვლევა - ამ შემთხვევაში ინტერესის თემაა "კუთხის დისკურსი". კუთხე არქიტექტურული სტაბილურობის ემბლემაა. ის მუდამ ურყევი წერტილია. კუბის ფორმის მოცულობები მათზე გადაფარებულ რიდეზე ტოვებენ კუთხის ანაბეჭდს. რამდენადაც კუბები მოძრაობენ, მოძრაობს კუთხეც. კუთხე სივრცეში მოხეტიალე წერტილად იქცევა.
პროექტი მდებარეობს ქალაქის ყველაზე კომპლექსურ ადგილზე - თავისუფლების მოედანზე. შეთავაზებული სატრანსპორტო სქემით მოედანი უბრუნდება ფეხმავლებს. თავისუფლების მოედანს თავისუფლების იდეის მატარებელი უმთავრესი ინსტიტუცია იკავებს - თეატრი.