სტუდენტი: ნიკა სამხარაძე
ხელმძღვანელი: დავით ბოსტანაშვილი
თემა: პავილიონი
საკურსო პროექტი, II კურსი, 2014 წ.
პავილიონი მასშტაბიდან გამომდინარე, ხშირად წარმოდგება როგორც ნივთი სივრცეში. პარადიგმის ცვლილება გულისხმობს თავად პავილიონის როგორც სივრცის შემქმნელი სხეულის გააზრებას. პავილიონი როგორც სივრცე, ერთგვარი მიკრო სამყაროა. პროექტში უკიდურესად მცირე მოცულობაში გაშლილია და გამოძერწილია “სათავგადასავლო” სივრცე. პავილიონის საწყისი გეომეტრია მატრივი კვადრატული სიბრტყება. მისი ზედაპირის გაჭრით, გასერვით და ვერტიკალურ შრეებად გაშლით სიბრტყე გადაიქცა მოცულობად. იგი მრავალშრიან სივრცეთა დინამიური ანსამბლია და თვითოეული შრე საკუთარი სცენარით ცოცხლობს. იგი ერთგვარი ინტერიერი-ლანდშაფტია, რომლის შიგნით მიკრო-ლაშქორობებია შესაძლებელი.
მეორე შეკითხვა რაც დაბადა პავილიონმა ეხება თეთრი მოდელის და ფიზიკური რეალობის შეხვედრის პრობლემებს. პავილიონის რადიკალურად აბსტრაქტული სხეული, ინტერიერში აბსტრაქტული ფერწერის პოეტიკას იმეორებს. ამ თეთრი სიწმინდის “შებღალვა” — თუნდაც სამომავლო “ვანდალიზმი” პროექტის ნაწილად იქცა. პავილიონი წარმოდგება როგორც ვერსიათა სერია.