STU Logo Faculty Logo Poetics Logo

ქარ | ENG

უკან

ფერმერის სახლი (2001 წ.)

მთავარი ფასადი
გენგეგმა
პირველი სართულის გეგმა
მეორე სართულის გეგმა
ჭრილი
ესკიზი
მაკეტი
მაკეტი
მაკეტი

სტუდენტი: დავით ბოსტანაშვილი

ხელმძღვანელი: შოთა ბოსტანაშვილი

თემა: მეფუტკრე ფერმერის სახლი და მეურნეობა

საკურსო პროექტი, 2001 წ.

სახლი განკუთვნილია ინდივიდუალური მეწარმესათვის, რომელიც ეწევა მეფუტკრეობას. პროექტის ერთ-ერთი მიზანი იყო საცხოვრებელი და სამრეწველო ნაწილების არქიტექტურული ერთიანობა. სურათი (ჩარჩო) არის ის რასაც შეუძლია ერთ სივრცეში გააერთიანოს ერთმანეთთან კავშირის არ მქონე სხვადასხვა მოვლენები თუ საგნები.

პროექტში (სურათში) მოხმობილია უძველესი არქეტიპი — დოლმენი, რომელიც მოცემულ შემთხვევაში სრულიად სხვა მასშტაბისა და ხარისხის სივრცეს ქმნის ვიდრე მისი ისტორიული ანალოგები. დოლმენის ჩარჩოში მოსჩანს ამაღელვებელი პერსპექტივა, რომელსაც უკან მდგომი მასები ქმნიან. პერსპექტივა გრძელდება მოშორებულ პლანზე განლაგებული ფუტკრის სკებით. მათი განლაგების კომპოზიცია შემცირებულ მასშტაბში იმეორებს შენობის კომპოზიციურ სტრუქტურას. მასშტაბები თანდათანობით მცირდება. სახლის მოცულობები თივის კვადრატული ზვინები და ბოლოს ფუტკრის სკები პერსპექტივის სიღრმიდან შემოსული სინათლის გასაოცარ შუქ-ჩრდილის თამაშს იწვევს.

პროექტში გამოყენებულია თანამედროვე ჰაი-ტეკ არქიტექტურის ესთეტიკა. წყალსადენი, გათბონის და სხვა მილები თუ კაბელები გაშიშვლებულად წარმოდგენილია ფასადზე. უძველესი არქეტიპი უახლოეს კონტექსტშია მოთავსებული. ერთმანეთს ედება ორი ტექსტი — უძველესი სიმბოლოს ტექსტი და თანამედროვე ტექნოლოგიების ტექსტი.

მთლიანი შენობა მოთავსებულია კვარცხლბეკზე, როგორც საგამოფენო ექსპონატი. შიდა ეზოში ჩამოდის პატარა ნაკადული. იგი ქმნის წყლის სარკეს სადაც დოლმენი ირეკლება.