სტუდენტი: ნათია ჩიტიაშვილი
ხელმძღვანელი: დავით ბოსტანაშვილი
თემა: ფერმერის სახლი
საკურსო პროექტი, IV კურსი, 2014 წ.
ბუნების სცენარი: ადამიანი ცხოვრობს მიწაზე. სცენარი გადათარგმნილი კულტურის ენაზე: მიწა = ზედაპირი. ადამიანი = ავეჯი.
მობიუსის ზედაპირს არ გააჩნია უკანა მხარე. როგორ შეიძლება მისი გადმოთარგმნა არქიტექტურის ენაზე? სახლი წარმოადგენ მობიუსის ზედაპირზე ამოსულ ავეჯს; ავეჯი მონიშნავს სხვადასხვა ფუნქციურ ზონას. ობიექტი ორაზროვან მდგომარეობაში რჩება: ერთ შემთხვევაში იგი ემორჩილება არქიტექტურული გეგმილის კანონებს: შედეგად მიიღება ზედაპირის სხვადასხვა ფრაგმენტის გეგმილთა სერია, რომლებიც ერთმანეთის გვედრდზეა განლაგებული. მეორე შემთხვევაში სახეზეა რამდენიმე მობიუსის ზედაპირი. როდესაც მაცხოვრებელს დაჭირდება მაგ. საძნებელი იგი მას გამოიხმობს: მობიუსის ზედაპირი იწყებს ტრიალს და ბრუნის შესრულების შემდეგ ხელმისაწვდომი ხდება მაცხოვრებლისათვის. გეგმის რომელი ვარიანტია სინამდვილეში განხორციელებული? ამაზე პროექტი განზრახ დუმს. არქიტექტურა წარმოდგენილია კონცეპტუალური ობიექტის სახით. მისი რეალიზაცია კი თავად მნახველმა უნდა წარმოიდგინოს.