არქიტექტურის პოეტიკის საწყისი ლექციათა ციკლი მიმართულია "გადაწეროს” ხუროთმოძღვრების ისტორია ტრადიციული ქრონოტოპური საზღვრების გაუქმებით: სახეებით განსხვავებულნი (სტილი, ეპოქა, ადგილი) დააახლოვოს სახელებით. ქრონოტოპული (ბერძ. ქრონოს - დრო; ტოპოს - ადგილი) საზღვრების გაუქმება ნიშნავს, რომ არქიტექტურის მიერ დატოვებული ფორმები აღარ ლაგდებიან დროის (ისტორია) და ადგილის (გეოგრაფიული მდებარეობა) პრინციპით. შესაბამისად მათი წარმომშობი არა იმდენად ისტორიული კონტექსტია ან რეგიონის რესურსები და კლიმატურ-გეოგრაფიული თავისებურებები, არამედ რაღაც სხვა - კულტურის უნივერსალური ენა, სადაც შემონახულია დიდი თემები, არქეტიპები. და არქიტექტურაც ხელახალი აღწერით, ამ დიდ თემებად დალაგდება. ეს თემებია მასა, კედელი, სვეტი, კიბე, ჩარჩო
"არქიტექტურის პოეტიკა” ხუროთმოძღვრების ისტორიის "ახალი წაკითხვის” თუ გნებავთ "კრიტიკული წაკითხვის” და „პარალელური თხრობის” კვალდაკვალ მისივე თანამედროვე პრაქტიკის თეორიისა და კრიტიკის შემდეგი ეტაპის შინაგანი მოძრაობაა.
წარმოდგენილი ნამუშევრები წარმოადგენენ რეფლექსიას არქიტექტურის პოეტიკის თემებზე. ისინი შესრულებულია სტუდენტების მიერ ხელმძღვანელის წახალისებით, მინიშნებებით, კარნახით.